უნივერსალური ჯანდაცვა საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები

ვერულავა, თენგიზ (2017) უნივერსალური ჯანდაცვა საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები. In: V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“, 2017 წლის 22-24 ივნისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

This is the latest version of this item.

[img]
Preview
Text
Universal_Health_Care_in_Georgia_Achievements_and_Challenges.PDF - Published Version

Download (207kB) | Preview
[img]
Preview
Text (სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა)
პროგრამა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა.PDF - Supplemental Material

Download (379kB) | Preview
[img]
Preview
Slideshow
ჯანდაცვის_დაფინანსების_სისტემა.PDF - Presentation

Download (893kB) | Preview

Abstract

2013 წლიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზანს შეადგენდა ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა. ცხადია, დაუზღვეველი მოსახლეობის ჩართვა სახელმწიფო პროგრამაში დადებითად იმოქმედებს საჭირო სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე, და შესაბამისად კმაყოფილებაზე. უნივერსალური ჯანდაცვის მშენებლობა დამოკიდებულია გარკვეულ სირთულეებთან, მითუმეტეს ისეთი მწირი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ უნივერსალური ჯანდაცვის მშენებლობა, რომლითაც ყველა ადამიანს აქვს საშუალება ისარგებლოს, საკმაოდ კარგი ნაბიჯია, თუმცა საჭიროა სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელება დაფინანსების ხარჯთეფექტური მეთოდების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის და მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. ხარჯების შეკავების მეთოდებიდან ერთ-ერთი უმთავრესია ქვეყანაში გამართული პირველადი ჯანდაცვის სისტემის არსებობა, რადგან ასეთ სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრევენციული სერვისების მიწოდებას. შეიძლება ითქვას, ჯანდაცვაზე დანახარჯების შეკავების ყველაზე საუკეთესო მეთოდი არის ის, რომლითაც მიიღწევა ჯანმრთელობის საერთო მაჩვენებლების გაუმჯობესება არსებული რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების მეშვეობით.

Item Type: Conference or Workshop Item (Keynote)
Uncontrolled Keywords: უნივერსალური ჯანდაცვა
Subjects: H Social Sciences > HM Sociology
H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 23 Oct 2017 08:10
Last Modified: 23 Oct 2017 08:10
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/7113

Available Versions of this Item

Actions (login required)

View Item View Item