ჯანსაღი კვება და სტუდენტები

ვერულავა, თენგიზ და თავართქილაძე, ირმა და დიდებაშვილი, ლიკა და შალამბერიძე, ანა და გობეჯიშვილი, ნათია და გორთამაშვილი, ანა და ხუროშვილი, ნია (2017) ჯანსაღი კვება და სტუდენტები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია (3). С. 130-139. ISSN 2449-2469

[img]
გადახედვა
ტექსტი
ჯანსაღი კვება და სტუდენტები.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (611kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://ojs.iliauni.edu.ge/index.php/health/article...

რეზიუმე

შესავალი: ჯანსაღი კვება და მასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ აქტუალურია საზოგადოებაში. კვლევის მიზანია, განვსაზღვროთ, რამდენად ჯანსაღად იკვებებიან ახალგაზრდა სტუდენტები და როგორია მათი დამოკიდებულება კვების წესის მიმართ. მეთოდოლოგია: კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ინტერნეტ გამოკითხვის მეთოდი. შედეგები: გამოკითხული სტუდენტები კარგად იყვნენ ინფორმირებულნი ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. რესპოდენტთა უმრავლესობა ჯანსაღად იკვებება, ყურადღებას აქცევს თავის კვების რაციონს და დაინტერესებულია ჯანსაღი კვების პოპულარიზაციით. მათთან შედარებით კი მცირეა იმათთა რიცხვი, ვინც არც თუ ისე დიდი ყურადღებით ეკიდება არაჯანსაღი კვების პრობლემას. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია უნივერსიტეტში იმ მინიმალური პირობების შექმნა, რომლებიც სტუდენტების ჯანსაღ კვებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ, სასურველია ჯანსაღი საკვები ობიექტების შექმნა უნივერსიტეტში. მიზანშეწონილია ისეთი ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც იზრუნებენ ჯანსაღი კვების წესისა და მისი აუცილებლობის შესახებ მოსახლეობის განათლების ამაღლებაზე.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჯანსაღი კვება
თემატიკა: H Social Sciences > HM Sociology
H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 10 მაისი 2017 06:57
ბოლო ცვლილება: 10 მაისი 2017 06:57
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6488

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა