თენგიზ ვერულავას „ჯანდაცვის პოლიტიკა“ - წიგნის პრეზენტაცია

ტელეკომპანია, პულსი TV / Pulsi TV's (2016) თენგიზ ვერულავას „ჯანდაცვის პოლიტიკა“ - წიგნის პრეზენტაცია. [Video]

[img] Text
მოკლე_ვარიანტი_წიგნის_პრეზენტაცია.PDF - Draft Version

Download (324kB)
[img] Image
Cover_Jandacvis-Politika (1).jpg - Cover Image

Download (263kB)
[img] Video
myvideo-puls (1).mp4 - Other

Download (33MB)

Abstract

2016 წლის 25 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა სახელმძღვანელოს - „ჯანდაცვის პოლიტიკა“ - პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა. სახელმძღვანელომ გაიარა ორმაგი (ბრმა მეთოდით) რეცენზირება უცხოელ ექსპერტებთან. იგი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სპეციალისტებისათვის, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. საქართველოში, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეფორმირების პროცესი და ჩნდება მრავალი კითხვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკებისათვის, სისტემის მენეჯერებისათვის და რომელთაც შეისწავლის ჯანდაცვის პოლიტიკა. ცხადია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია კარგად განსწავლული კადრების გარეშე, რომელთა საფუძვლიანი მომზადება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის აშკარა ნაკლებობა წარმოადგენს. წარმოდგენილი სახელმძღვანელოს უმთავრესი მიზანია ამ პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა. წიგნში განხილულია ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი საკითხები, ჯანდაცვის სისტემის ფუნქციები და მიზნები, ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე მოქმედი ფინანსური და არაფინანსური ბარიერები, ჯანდაცვის დანახარჯები და მისი ზრდის შეკავების მექანიზმები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული ფორმები (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური მომსახურება, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურება), დაავადებათა პრევენცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, ბევერიჯის მოდელის, შერეული მოდელის, სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემების განვითარების

Item Type: Video
Uncontrolled Keywords: ჯანდაცვის პოლიტიკა, თენგიზ ვერულავა
Subjects: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 01 Jul 2016 06:02
Last Modified: 01 Jul 2016 06:02
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4759

Actions (login required)

View Item View Item