კანკავა, ქეთევან and ვერულავა, თენგიზ (2016) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ეფექტები ჯანდაცვითი სერვისების უტილიზაციაზე საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). pp. 50-74. ISSN 2449-2469
This is the latest version of this item.
Text
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტები ჯანდაცვითი სერვისების უტილიზაციაზე საქართველოში.pdf Download (1MB) |
Abstract
შესავალი: 2013 წლიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა. ასეთი სახის ფუნდამენტური რეფორმა განაპირობებს სამედიცინო სერვისების უტილიზაციის ცვლილებებს. კვლევის მიზანია, იმის შესწავლა, თუ რამდენად შეიცვალა ჯანდაცვის სერვისების უტილიზაცია საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შემდეგ. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა სამედიცინო სერვისების უტილიზაციის დეტერმინანტების განსაზღვრა სხვა ქვეყნებში ჩატარებული მსგავსი კვლევების მიხედვით. შერჩეული მაჩვენებლების შესახებ განხორციელდა მეორადი მონაცემების (ოფიციალური წყაროებიდან და კლინიკებიდან) ანალიზი. ჩატარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ექიმების, მენეჯერებისა და ბენეფიციარების გამოკითხვა და ამ გზით პირველადი მონაცემების ანალიზი. შედეგები, ინტერპრეტაცია: ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მკვეთრად გაიზარდა სამედიცინო მომსახურებებზე მოთხოვნა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ექიმებისა და პაციენტების გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს სამედიცინო სერვისების უტილიზაციის ზრდას. ამასთან ერთად ვლინდება ექიმთან ე.წ. „არასაჭირო“ ვიზიტების სიხშირის მატება, რაც მიანიშნებს ხელოვნურად ინდუცირებული ჰიპერუტილიზაციას. აღნიშნული განაპირობებს არაეფექტური დანახარჯების ზრდას. დასკვნა, რეკომენდაციები: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის უფრო ეფექტური მუშაობისათვის მიზანშეწონილია ჯანდაცვის სერვისების უტილიზაციის მართვის მეთოდების გამოყენება, კერძოდ, ქვეყანაში გამართული პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული სისტემის მექანიზმების დანერგვა, სამედიცინო მომსახურების გარკვეულ ნაწილის ხარჯების დასაფარად პაციენტის თანამონაწილეობის (თანაგადახდის) შემოღება.
Item Type: | Article |
---|---|
Uncontrolled Keywords: | საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, უტილიზაცია, უნივერსალური მოცვა |
Subjects: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
Divisions: | Centres > Insurance and Public Health Center |
Depositing User: | Professor Tengiz Verulava |
Date Deposited: | 20 Jun 2016 07:31 |
Last Modified: | 20 Jun 2016 07:31 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4744 |
Available Versions of this Item
-
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ეფექტები ჯანდაცვითი სერვისების უტილიზაციაზე საქართველოში. (deposited 17 Mar 2016 09:57)
- საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ეფექტები ჯანდაცვითი სერვისების უტილიზაციაზე საქართველოში. (deposited 20 Jun 2016 07:31) [Currently Displayed]
Actions (login required)
View Item |