კანკავა, ქეთევან და ვერულავა, თენგიზ (2016) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ეფექტები ჯანდაცვითი სერვისების უტილიზაციაზე საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). С. 1-28. ISSN 2346-7983
არსებობს ამ მასალის უფრო ახალი ვერსია საცავში. |
|
ტექსტი
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტები ჯანდაცვითი სერვისების უტილიზაციაზე საქართველოში.pdf Download (1MB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი: 2013 წლიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა. ასეთი სახის ფუნდამენტური რეფორმა განაპირობებს სამედიცინო სერვისების უტილიზაციის ცვლილებებს. კვლევის მიზანია, იმის შესწავლა, თუ რამდენად შეიცვალა ჯანდაცვის სერვისების უტილიზაცია საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შემდეგ. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა სამედიცინო სერვისების უტილიზაციის დეტერმინანტების განსაზღვრა სხვა ქვეყნებში ჩატარებული მსგავსი კვლევების მიხედვით. შერჩეული მაჩვენებლების შესახებ განხორციელდა მეორადი მონაცემების (ოფიციალური წყაროებიდან და კლინიკებიდან) ანალიზი. ჩატარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ექიმების, მენეჯერებისა და ბენეფიციარების გამოკითხვა და ამ გზით პირველადი მონაცემების ანალიზი. შედეგები, ინტერპრეტაცია: ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მკვეთრად გაიზარდა სამედიცინო მომსახურებებზე მოთხოვნა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ექიმებისა და პაციენტების გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს სამედიცინო სერვისების უტილიზაციის ზრდას. ამასთან ერთად ვლინდება ექიმთან ე.წ. „არასაჭირო“ ვიზიტების სიხშირის მატება, რაც მიანიშნებს ხელოვნურად ინდუცირებული ჰიპერუტილიზაციას. აღნიშნული განაპირობებს არაეფექტური დანახარჯების ზრდას. დასკვნა, რეკომენდაციები: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის უფრო ეფექტური მუშაობისათვის მიზანშეწონილია ჯანდაცვის სერვისების უტილიზაციის მართვის მეთოდების გამოყენება, კერძოდ, ქვეყანაში გამართული პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული სისტემის მექანიზმების დანერგვა, სამედიცინო მომსახურების გარკვეულ ნაწილის ხარჯების დასაფარად პაციენტის თანამონაწილეობის (თანაგადახდის) შემოღება.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, უტილიზაცია, უნივერსალური მოცვა |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 17 მარტი 2016 09:57 |
ბოლო ცვლილება: | 17 მარტი 2016 09:57 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4186 |
ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია
- საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ეფექტები ჯანდაცვითი სერვისების უტილიზაციაზე საქართველოში. (deposited 17 მარტი 2016 09:57) [ასახულია მიმდინარე დროს]
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |