კლიმატის ცვლილების ეფექტი საქართველოს სემიარიდული რეგიონების იშვიათ მცენარეთა გამრავლებასა და მრავალფეროვნებაზე

Akhalkatsi, Maia and Kimeridze, Mariam (2016) კლიმატის ცვლილების ეფექტი საქართველოს სემიარიდული რეგიონების იშვიათ მცენარეთა გამრავლებასა და მრავალფეროვნებაზე. სუფთა გარემო, 2. pp. 3-30.

[img]
Preview
Text
Akhalkatsi_Kimeridze_Orchis_journal.pdf

Download (43MB) | Preview

Abstract

სახეობის გადარჩენა არიდულ და ნახევრად არიდულ ეკოსისტემებში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კლიმატის წლიურ ფლუქტუაციებზე, განსაკუთრებით კი ნალექის რაოდენობაზე, რომელიც განსაზღვრავს ნიადაგში წყლის მარაგს. ბიომრავალფეროვნებაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასებისათვის შემუშავებულია სიმულაციური მოდელები რეგიონალური მასშტაბით. სახეობის გადარჩენა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია მისი თესლით გამრავლების უნარზე. უცხო სუნელის (Trigonella caerulea (L.) Ser.). მაგალითზე ჩატარებული კვლევის შედეგები ნათლად მოწმობენ, რომ რეპროდუქციული ბიომასა ვარირებდა განსხვავებული ტენიანობის პირობებში მოზარდ მცენარეებში. დასახული მიზნის მისაღწევად T. caerulea–ში, თესლის გაჯირჯვების, გაღივებისა და აღმონაცენის განვითარების თანმიმდევრულ ფაზებზე, ვსაზღვრავდით წყლის რეჟიმის დინამიკას, წყლის შემცველობას და მშრალ მასას კონსტანტურ გარემო პირობებში. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა გაღივების პროცესში სითხის ექსუდაციასა და წყლის შემცველობას შორის შესაძლო ურთიერთკავშირის გამოვლენას. მცენარის ამ სახეობაში შესწავლილია გარემომცველი სუბსტრატის წყლის პოტენციალის ცვალებადობის გავლენა თესლის გაღივების პროცენტულობაზე. წყლის დეფიციტი მნიშვნელოვნად ამცირებდა მცენარის სიმაღლეს და მწიფე ნაყოფების საშუალო რაოდენობას ერთ მცენარეზე, თუმცა ეს გავლენას არ ახდენდა ნაყოფის შიგნით თესლწარმოქმნის რაოდენობრივ ხასიათზე. გაღივების პროცესში მყოფ თესლში წყლის შემცველობის განსაზღვრამ აჩვენა, რომ დალბობიდან მე-5 სთ-ზე ადგილი ჰქონდა ამ მაჩვენებლის მცირეოდენ კლებას. ეს დრო ზუსტად ემთხვევა თესლიდან სითხის გამოსვლის მომენტს. ამის შემდეგ აღარ შეინიშნებოდა წყლის შემცველობის კლება გაჯირჯვების, რადიკულას გამოსვლის და აღმონაცენის განვითარების გვიან სტადიებზე. კვლევის ჩატარება გადაწყვეტს სემიარიდული ეკოსისტემის შენარჩუნების და აღდგენის სივრცობრივი და ტემპორალური განზომილების მქონე როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. მისი ძირითადი არსია, მოახდინოს ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე მერქნიანი მცენარეების აღდგენა და კონსერვაცია. კვლევა, კლიმატის ცვლილების ფონზე, ფუნდამენტურ წვლილს შეიტანს მცენარეთა თესლწარმოქმნის და რეპროდუქციული წარმადობის განსაზღვრაში, რასაც დღემდე ძალიან ნაკლები ყურადღება ექცევა. ხეების მრავალფეროვნება დიდწილად არის განპირობებული აღმონაცენის და იუვენილურ ფაზაში მყოფი მცენარეების გვალვით გამოწვეული სტრესით. მშრალ ადგილებში აღმონაცენის ფაზაში ხეების მხოლოდ ზოგიერთ სახეობას შეუძლია წარმატებულად განახორციელოს ფესვის ნორმალური განვითარება და გადაურჩეს გვალვის ნეგატიურ გავლენას. გარდა ამისა, განსაზღვრული იქნება გავრცელებული თესლის რაოდენობა, მიკროკლიმატური პირობები, ნიადაგის წყლის პოტენციალი, ბუნებაში ამორჩეულ ნაკვეთებზე თესლის/აღმონაცენის ჰერბიფორიის დონე და აღმონაცენთა დამკვიდრების პროცენტი. ბიომრავალფეროვნების შემცირების პრობლემა შესაძლებელია ეფექტურად იქნეს გადაწყვეტილი, თუ მცირე ფერმერული მეურნეობები ხელს მიჰყოფდნენ ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე მცენარეების კულტივაციას საკუთარ მიწაზე და მოამარაგებდნენ ბაზარს. ეს შეამცირებს ბევრი გადაშენების საფრთხეში მყოფი მცენარის სახეობის უკონტროლო შეგროვებას ბუნებაში და წვლილს შეიტანს ბიომრავალფეროვნების დაცვაში.

Item Type: Article
Subjects: Q Science > Ecology
Q Science > QK Botany
Depositing User: Prof.Dr. Maia Akhalkatsi
Date Deposited: 26 Feb 2016 05:50
Last Modified: 26 Feb 2016 05:50
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4038

Actions (login required)

View Item View Item