ვერულავა, თენგიზ and ჯინჭარაძე, ანა and ჯორბენაძე, რევაზ (2015) კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). pp. 20-28. ISSN 2346-7983
This is the latest version of this item.
|
Text
კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი.pdf Download (727kB) | Preview |
Abstract
შესავალი: კარდიოლოგიურ ავადმყოფთა რეჰოსპიტალიზაცია დიდი ფინანსური ტვირთია როგორც ჯანდაცვის სისტემისათვის, ასევე პაციენტებისათვის. კვლევის მიზანია კარდიოლოგიურ პაციენტებში რეჰოსპიტალიზაციის თავისებურებების, მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და შემცირების გზების ღონისძიებათა შემუშავება. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამედიცინო პერსონალის ჩაღრმავებული ინტერვიუ. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექიმების და პაციენტების გამოკითხვა წინასწარ სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით, რეჰოსპიტალიზებულ პაციენტთა ავადმყოფობის ისტორიების შესწავლა. შედეგები: რეჰოსპიტალიზაციის ძირითად მიზეზს წარმოადგენს პაციენტთა მიერ საჭირო სამკურნალო ღონისძიებების არჩატარება. იგი გამოწვეულია ფინანსური სიძნელეებით, ასევე, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის, კერძოდ, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ნაკლები განვითარებით, რომლის მთავარი ფუნქციაა პაციენტის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მასზე უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა. პაციენტი სტაციონარიდან გაწერის შემდეგ იაშვიათად, ან საერთოდ არ მიმართავს ოჯახის ექიმს; არ არის კოორდინირება ოჯახის ექიმსა და საავადმყოფოს მკურნალ ექიმს შორის. დისკუსია, რეკომენდაციები: განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის სიხშირის შემცირებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის ეფექტური სისტემის არსებობას. ამ მხრივ, უცილებელია, ქვეყანაში ოჯახის ექიმის ინსტიტუტის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა; კოორდინაციის არსებობა კლინიკასა, პაციენტსა და პირველად ჯანდაცვის სისტემას შორის; ბინაზე გაწერისას პაციენტთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მათზე საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებზე; ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ამბულატორიული მომსახურების პაკეტის გაფართოება.
Item Type: | Article |
---|---|
Uncontrolled Keywords: | რეჰოსპიტალიზაცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, კარდიოლოგია |
Subjects: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health R Medicine > R Medicine (General) R Medicine > RA Public aspects of medicine R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine |
Divisions: | Centres > Insurance and Public Health Center |
Depositing User: | Professor Tengiz Verulava |
Date Deposited: | 24 Feb 2016 06:10 |
Last Modified: | 24 Feb 2016 06:10 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3987 |
Available Versions of this Item
-
კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი. (deposited 27 Jul 2015 05:21)
- კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი. (deposited 24 Feb 2016 06:10) [Currently Displayed]
Actions (login required)
![]() |
View Item |