ვერულავა, თენგიზ და ჯინჭარაძე, ანა და ჯორბენაძე, რევაზ (2015) კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). С. 20-28. ISSN 2346-7983
მოცემული მასალის ბოლო ვერსია.
|
ტექსტი
კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი.pdf Download (727kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი: კარდიოლოგიურ ავადმყოფთა რეჰოსპიტალიზაცია დიდი ფინანსური ტვირთია როგორც ჯანდაცვის სისტემისათვის, ასევე პაციენტებისათვის. კვლევის მიზანია კარდიოლოგიურ პაციენტებში რეჰოსპიტალიზაციის თავისებურებების, მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და შემცირების გზების ღონისძიებათა შემუშავება. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამედიცინო პერსონალის ჩაღრმავებული ინტერვიუ. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექიმების და პაციენტების გამოკითხვა წინასწარ სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით, რეჰოსპიტალიზებულ პაციენტთა ავადმყოფობის ისტორიების შესწავლა. შედეგები: რეჰოსპიტალიზაციის ძირითად მიზეზს წარმოადგენს პაციენტთა მიერ საჭირო სამკურნალო ღონისძიებების არჩატარება. იგი გამოწვეულია ფინანსური სიძნელეებით, ასევე, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის, კერძოდ, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ნაკლები განვითარებით, რომლის მთავარი ფუნქციაა პაციენტის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მასზე უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა. პაციენტი სტაციონარიდან გაწერის შემდეგ იაშვიათად, ან საერთოდ არ მიმართავს ოჯახის ექიმს; არ არის კოორდინირება ოჯახის ექიმსა და საავადმყოფოს მკურნალ ექიმს შორის. დისკუსია, რეკომენდაციები: განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის სიხშირის შემცირებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის ეფექტური სისტემის არსებობას. ამ მხრივ, უცილებელია, ქვეყანაში ოჯახის ექიმის ინსტიტუტის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა; კოორდინაციის არსებობა კლინიკასა, პაციენტსა და პირველად ჯანდაცვის სისტემას შორის; ბინაზე გაწერისას პაციენტთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მათზე საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებზე; ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ამბულატორიული მომსახურების პაკეტის გაფართოება.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | რეჰოსპიტალიზაცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, კარდიოლოგია |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health R Medicine > R Medicine (General) R Medicine > RA Public aspects of medicine R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 24 თებერვალი 2016 06:10 |
ბოლო ცვლილება: | 24 თებერვალი 2016 06:10 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3987 |
ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია
-
კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი. (deposited 27 ივლისი 2015 05:21)
- კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი. (deposited 24 თებერვალი 2016 06:10) [ასახულია მიმდინარე დროს]
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |