სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარისხით პაციენტების კმაყოფილების შესწავლა

ვერულავა, თენგიზ and ბურკაძე, აკაკი and ჯორბენაძე, რევაზ (2015) სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარისხით პაციენტების კმაყოფილების შესწავლა. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (3). ISSN 2346-7983

[img]
Preview
Text
სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარისხით პაციენტების კმაყოფილების შესწავლა.pdf

Download (966kB) | Preview

Abstract

შესავალი: პაციენტის კმაყოფილების კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც აუცილებელია პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის განვითარებისთვის. კვლევის მიზანია, შეაფასოს ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურებაზე პაციენტის კმაყოფილება. მეთოდები: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა პაციენტთა გამოკითხვა სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შედეგები, დასკვნა: კვლევებმა გამოავლინა, რომ პაციენტები ჩატარებულ მკურნალობაზე მეტად ყურადღებას ამახვილებენ სამედიცინო პერსონალის მათთან ურთიერთობაზე, კომუნიკაციაზე. ამ მხრივ, ისინი განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ექთნების მომსახურებით კმაყოფილებას. კლინიკებისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს პროფესიონალი, კარგად დატრენინგებული ექთნები სათანადო ანაზღაურებით. პაციენტების მიერ სამედიცინო მომსახურების კონფიდენციალობის დაცვით, დამოუკიდებლად შეფასების სტიმულირებისათვის მიზანშეწონილია საჩივრის ყუთების გამოყენება. პაციენტის კმაყოფილების განმსაზღვრელი მახასიათებლების ცოდნა შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისათვის, რომლის მიზანია პაციენტის კმაყოფილების ამაღლება.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასება, პაციენტების კმაყოფილების შესწავლა, ჯანდაცვა
Subjects: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 06 Aug 2015 05:10
Last Modified: 06 Aug 2015 05:10
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3093

Actions (login required)

View Item View Item