კარდიოქირურგიულ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა

ვერულავა, თენგიზ and ოზაშვილი, დავით (2015) კარდიოქირურგიულ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983

[img]
Preview
Text
კარდიოქირურგიულ_ოპერაციებზე_ხელმისაწვდომობა.pdf

Download (523kB) | Preview

Abstract

შესავალი: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის უმთავრესი მიზანია სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ამაღლება. გარდა ამისა, 2011 წლიდან მოქმედებს კარდიოქირურგიის ეროვნული პროგრამა, რომლის მიზანია გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით, ასევე გულის იშემიური დაავადებით და გულის სიმსივნით დაავადებული მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. კვლევის მიზანს წარმოადგენს კარდიოქირურგიულ ოპერაციებზე პაციენტთა ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესწავლა. შედეგები: კვლევა ადასტურებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა კარდიოქირურგიულ ოპერაციებზე პაციენტთა ხელმისაწვდომობა და კლინიკაში მიმართვიანობამ. პაციენტი დაცულია კარდიოქირურგიულ ოპერაციებზე კატასტროფული ხარჯებისგან. თუმცა, პრობლემას წარმოადგენს ოპერაციებზე დაწესებული თანაგადახდის ოდენობა, მედიკამენტებთან და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პერიოდთან დაკავშირებული ხარჯები, რომელნიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. ასევე აღსანიშნავია სადაზღვევო კომპანიებში და კლინიკებში მოცდის პერიოდთან და სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები. დისკუსია, დასკვნა: აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს კონკურენტული სადაზღვევო სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რადგან კონკურენტული გარემო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც ხარისხის ზრდას, ასევე სამედიცინო მომსახურებაზე დაწესებული ტარიფების შემცირებას, შესაბამისად ხარჯების შეკავებას. სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა სამედიცინო მომსახურებაზე კატასტროფული ხარჯებისგან მოსახლეობის დაცვა. ჯანდაცვაზე გამოყოფილი მწირი სახსრები უმთავრესად მიმართული უნდა იყოს ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების დასაფინანსებლად.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: ჯანდაცვა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, კარდიოქირურგიული ოპერაციები, ხელმისაწვდომობა
Subjects: R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 06 Jul 2015 05:46
Last Modified: 06 Jul 2015 05:46
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3004

Actions (login required)

View Item View Item