სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო - ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემები საქართველოში

ვერულავა, თენგიზ და ბეჭვაია, ჯაბა (2015) სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო - ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო - ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემები საქართველოში.pdf

Download (462kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://hepoins.com/index.php/component/k2/item/40-...

რეზიუმე

შესავალი: მედიცინა მეცნიერების ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა და მოითხოვს განათლების უწყვეტ თვითამაღლებას. საინფორმაციო უზრუნველყოფა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების სათანადო მართვისა და ხარისხით უზრუნველყოფის ერთ-ერთ საჭირო პირობას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა პირველადი ჯანდაცვის მენეჯერებისა და სპეციალისტების საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა, სამეცნიერო-სამედიცინო ინფორმაციის წყაროების და პირველადი ჯანდაცვის თემატიკაზე არსებული თანამედროვე სამეცნიერო პუბლიკაციების საინფორმაციო ნაკადის ანალიზის ჩატარება. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ პირველადი ჯანდაცვის მენეჯერებთან და სამედიცინო პერსონალთან. ხოლო რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა პირისპირ ინტერვიუირება სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებთან და სამედიცინო პერსონალთან. კვლევის არეალს წარმოადგენდა ქ. თბილისისა და ზუგდიდის რაიონის (დასავლეთ საქართველო) პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებები. შედეგები: პირველადი ჯანდაცვის ხელმძღვანელების და სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო-ინფორმაციული უზრუნველყოფა მიმდინარეობს უსისტემოდ და სტიქიურად. ნაკლები ყურადღება ექცევა სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციას, უპირატესობა ენიჭება შესაბამისი პროფესიის ხელმისაწვდომ საინფორმაციო წყაროებს. საქართველოში ძალიან მცირეა პროფილური ჟურნალების რაოდენობა, ან ზოგიერთი განხრით საერთოდ არ არსებობს, მიღებული სამეცნიერო ინფორმაცია არასაკმარისი მოცულობისაა. სიძნელეს წარმოადგენს ინფორმაციის მოძიება, რადგან უმეტესობამ არ იცის, თუ როგორ მოიძიონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, გარკვეულ როლს თამაშობს ენობრივი ბარიერი, დროის სიმწირე და ფინანსური სირთულეები. შესაბამისად, დაბალია საინფორმაციო სისტემის მიმართ კმაყოფილება. საჭირო ინფორმაციის მოპოვება უმთავრესად ხდება ინტერნეტის დახმარებით. თუმცა, დაბალია მოპოვებული ინფორმაციისადმი ნდობა. დისკუსია, დასკვნა: დღეისთვის მწვავედ დადგა პირველადი ჯანდაცვის სისტემის საინფორმაციო-სამეცნიერო უზრუნველყოფის ობიექტური მოთხოვნილება, მისი თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებით აღჭურვის საჭიროება. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით პირველადი ჯანდაცვის მუშაკები შეძლებენ განავითარონ ცოდნა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, გაეცნონ დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ინოვაციურ მეთოდებს. ამ მხრივ, საჭიროა ინფორმაციული უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება, რომელიც აამაღლებს სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და ხარისხს, რაც დადებით გავლენას იქონიებს ჯანდაცვის სისტემის მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიღწევაში.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: პირველადი ჯანდაცვა, სამეცნიერო-ინფორმაციული უზრუნველყოფა
თემატიკა: R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 06 ივლისი 2015 05:48
ბოლო ცვლილება: 06 ივლისი 2015 05:48
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/2996

ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა