სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში

საძაგლიშვილი, შორენა და ბერნჰარდტი , ენდრიუ და ქელბაქიანი , ანტონ და ნამიჭეიშვილი , სალომე და შეყრილაძე , ია (2014) სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში. In: სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში. ევროკავშირის პროექტი: სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში, თბილისი .

[img]
გადახედვა
ტექსტი
Manual_web.pdf

Download (8MB) | გადახედვა

რეზიუმე

წინამდებარე სახელმძღვანელო შეიქმნა სამაგისტრო არჩევითი კურსისთვის „სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში“, რომლის სწავლებაც 2014 წლის შემოდგომის სემესტრიდან დაინერგება სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში. კურსი მიმოიხილავს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში რეაბილიტაციისა და კეთილდღეობის თეორიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის მეთოდებს. ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის საკვანძო მიზნებია სამართალდამრღვევთა რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია. სასჯელის მიზანია სამართალდამრღვევთა დასჯა და დანაშაულებრივი ქცევის დათრგუნვა, მაგრამ ის, ასევე, მიმართული უნდა იყოს ადამიანებში იმგვარი ცვლილებების მოხდენაზე, რომ მათ შეწყვიტონ დანაშაულებრივ ქცევა და გახდნენ საზოგადოებაში პოზიტიური წვლილის შემტანი მოქალაქეები. ევროპულ ოჯახში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესში საქართველოში აქტიურად ხდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ამ ღირებულებების დამკვიდრება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი ეხმიანება დღეს საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში სოციალური მუშაობის როლის გააზრების მცდელობას, რომლის ნათელი დასტურიცაა ზემოაღნიშნული კურსის დანერგვა სოციალური მუშაობის სწავლების პროცესში. სოციალური მუშაობის მეთოდებისა და ღირებულებების სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დანერგვა წარმატებული რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სტრატეგიების საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. თუმცა ამ სფეროში სოციალური მუშაობა საჭიროებს სპეციალიზებულ ცოდნას და მიდგომას, რომელიც აღიარებს კანონის უპირატესობას. სახელმძღვანელო „სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში“ მოამზადა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (2012-2015 წწ) წარმომადგენლების გუნდმა. სახელმძღვანელოს მომზადება სასიამოვნო და ამავდროულად მეტად საპასუხისმგებლო პროცესი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ ბევრი რამ შევიძინეთ ერთმანეთისგან. მადლობას ვუხდით ენდრიუ ბერნჰარდტს, სალომე ნამიჭეიშვილს, შორენა საძაგლიშვილს, ია შეყრილაძესა და ანტონ ქელბაქიანს დაუღალავი შრომისთვის და მრავალი საათისთვის, რაც ამ სახელმძღვანელოს მომზადებას და გადახედვას დაუთმეს; ასევე, ლალი ჩხეტიას, ზემოაღნიშნული პროექტის მენეჯერს პრობაციის მიმართულებით, ჩვენი შრომის მოთმინებით ორგანიზებისა და სახელმძღვანელოს გამოსაცემად მომზადებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სახელმძღვანელო სტუდენტებს შესთავაზებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში თეორიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის შედარებითი ანალიზის ნათელ სურათს და ხელს შეუწყობს კრიტიკულ აზროვნებას. ამ კურსმა შესაძლოა ბევრი სტუდენტი შეაგულიანოს, კარიერა სწორედ ამ სფეროს დაუკავშირონ და ამით წვლილი შეიტანონ უსაფრთხო და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაში.

ობიექტის ტიპი: წიგნების განყოფილება
თემატიკა: H Social Sciences > H Social Sciences (General)
ქვეგანყოფილება: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
განმათავსებელი მომხმარებელი: დოქტორი შორენა საძაგლიშვილი
განთავსების თარიღი: 23 მარტი 2015 06:11
ბოლო ცვლილება: 23 მარტი 2015 06:11
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1791

ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა