კვლევა სოციალური მუშაობის სამუშაო ძალის შესახებ

Sadzaglishvili, Shorena და Gigineishvili, Ketevan და Lekishvili, Ketevan (2022) კვლევა სოციალური მუშაობის სამუშაო ძალის შესახებ. ტექნიკური ანგარიში. Georgian Association of Social Workers. (პროცესშია)

[img] ტექსტი
07.11.2022 კვლევა სოციალური მუშაობის სამუშაო ძალის შესახებ.pdf

Download (2MB)

რეზიუმე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ, 2022 წლის თებერვალ-მაისში, საქართველოს მასშტაბით ჩაატარა კვლევა სოციალური მუშაობის სამუშაო ძალის შესახებ. კვლევის მიზანი იყო სოციალური მუშაკების განათლების, დასაქმების არეალის, დასაქმებულთა რაოდენობის, კვალიფიკაციის, სამუშაო პოზიციების, დაწინაურების გამოცდილებისა და სხვა გამოცდილებების შესახებ ინფორმაციის მოძიება. კვლევის ფარგლებში ინფორმაციის მოძიება მოხდა როგორც სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. კვლევაში არსებული მონაცემები ეყრდნობა სოციალურ მუშაკთა საგანმანათლებლო და დასაქმების ადგილებიდან წერილობით გამოთხოვილ ინფორმაციას და ამასთან, დამატებით სატელეფონო გამოკითხვას. აკადემიური დაწესებულებებიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, წმინდა ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა. ასევე ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან. საჯარო უწყებებიდან მონაცემების გამოთხოვა განხორციელდა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრიდან, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროდან, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და 69 მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების 5 მუნიციპალიტეტიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე კვლევა არ მოიცავს სსიპ სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მონაცემებს, რადგან მათი მხრიდან ვერ მოხდა მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება და მოწოდება. სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოწოდებული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან. მონაცემთა გადამოწმება და დაზუსტება განახორციელა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ სატელეფონო გამოკითხვის მეშვეობით. სულ სატელეფონო გამოკითხვა განხორციელდა 240 სამედიცინო დაწესებულებაში. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მთელი ქვეყნის მასშტაბით 183 ორგანიზაციიდან. საკვლევი საკითხების შესახებ ქვემოთ დეტალურადაა წარმოდგენილი მონაცემები როგორც აკადემიური სივრციდან, ასევე დასაქმების ადგილებიდან.

ობიექტის ტიპი: მონოგრაფია (ტექნიკური ანგარიში)
თემატიკა: H Social Sciences > H Social Sciences (General)
H Social Sciences > HK Social Work
ქვეგანყოფილება: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
განმათავსებელი მომხმარებელი: დოქტორი შორენა საძაგლიშვილი
განთავსების თარიღი: 30 იანვარი 2023 07:49
ბოლო ცვლილება: 30 იანვარი 2023 07:49
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/11744

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა