ბილ კლინტონის ჯანდაცვის რეფორმები

ვერულავა, თენგიზ (2019) ბილ კლინტონის ჯანდაცვის რეფორმები. In: ამერიკისმცოდნეობის XX საერთაშორისო კონფერენცია, 23-25 მაისი, 2019, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

[img]
Preview
Text
clinton.pdf - Published Version

Download (121kB) | Preview

Abstract

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თავისი მმართველობა ჯანდაცვის სისტემის რეფორმით დაიწყო. 1992 წლის 24 სექტემბერს მან წარმოადგინა ჯანდაცვის რეფორმირების გეგმა. იგი ითვალისწინებდა ყველა ამერიკელისათვის ხელმისაწვდომი დაზღვევის უზრუნველყოფას. კლინტონი აღნიშნავდა, რომ მისი გეგმა არ მოითხოვდა ახალი გადასახადების დაწესებას და შეინარჩუნებდა არსებული დაზღვევის სისტემის პოზიტიურ ასპექტებს. თუმცა, აღმოჩნდა რომ მას შეუძლებელი იყო ახალი გადასახადების გარეშე წარმოდგენილი რეფორმის დანერგვა. მან შექმნა ჯგუფი, რომლელსაც სათავეში ჩაუდგა მისი ცოლი ჰილარი კლინტონი. დიდი ძალისხმევის და მხარდაჭერის მიუხედავად ვერ შეძლო მისი გატარება. კლინტონის ჯანდაცვის რეფორმის წარუმატებლობის ძირითადი მიზეზებია: • გადაჭარბებული ამბიცია - კლინტონის ჯანდაცვის რეფორმა ბევრმა საკმაოდ ამბიციურ განაცხადად შეაფასა. კრიტიკოსების აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებას მრავალწლიანი კვლევა, განხილვა, შეფასება სჭირდება. შესაბამისად, ამგვარი რადიკალური რეფორმის გატარების იდეა გაპრეზიდენტებიდან რამოდენიმე წელში თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული.  კერძო სადაზღვეო ბაზრის რეგულირების სირთულე - ჯანდაცვის რეფორმის კონცეფციაში არსად არ იყო საუბარი კერძო სადაზღვეო ბაზრის რეგულირებაზე. ფაქტია, რომ სადაზღვევო ბიზნესის თამაშგარედ დატოვება მძაფრი რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა.  ხარჯების კონტროლი - კლინტონს გათვალისწინებული ჰქონდა, რომ ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების პერიოდში გაწეულ ხარჯებს გააკონტროლებდა ჯანდაცვის ეროვნული საბჭო. საბჭო დაკომპლექტებული იქნებოდა პარტიული წარმომადგენლებისგან და ჯანდაცვის სფეროს კომპეტენტური ადამიანებისაგან, თუმცა, დიდი საფრთხე ჩნდებოდა მიკერძოებულობის, არაობიექტურობისა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვის.  ხარჯების მოცულობა - კლინტონის ჯანდაცვის რეფორმისათვის საჭირო იყო 2 ტრილიონი დოლარი, რაც აშშ-ის მთლიანი ბიუჯეტის მეექვსედს წარმოადგენდა. ამგვარი ხარჯის გაწევა საკმაოდ დიდი რისკი იყო, შესაბამისად, გახდა ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ კონგრესი არ ენდო ინიციატივას.  მოსახლეობის განწყობა - მიუხედავად იმისა, რომ კლინტონის წინასაარჩევნო პროგრამამ დიდი გავლენა იქონია მის გაპრეზიდენტებაზე, შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმებოდა ჯანდაცვის სისტემის რადიკალურ ცვლილებას. მათ აშინებდათ ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხების მასშტაბურობა, ასევე აღნიშნავდნენ, რომ ამერიკის მოსახლეობა ჯერ არ იყო მზად ამ რეფორმისთვის  ბიზნეს სექტორი - რეფორმას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისგან ჰქონდა. გასაკვირი არც არის, ახალი რეფორმის ფარგლებში დამსაქმებლებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ - მათი მხრიდან თითეული დასაქმებულის სადაზღვეო პრემიაზე გაწეული ხარჯი საგრძნობლად აღემატებოდა უკვე არსებულს.

Item Type: Conference or Workshop Item (Keynote)
Uncontrolled Keywords: ბილ კლინტონის ჯანდაცვის რეფორმები
Subjects: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 29 Jul 2019 14:16
Last Modified: 29 Jul 2019 14:16
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9163

Actions (login required)

View Item View Item