ვერულავა, თენგიზ (2019) პრეოპერაციულ პერიოდში გულის თანდაყოლილი მანკით პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. In: ფსიქოლოგია საქართველოში 101 წლისაა, 12 აპრილი, 2019, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
|
ტექსტი
psiho.pdf - გამოქვეყნებული ვერსია Download (135kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი. კარდიოქირურგიულ პაციენტებში ხშირად შეინიშნება დეპრესიული და შფოთვითი დარღვევები, რომლებიც უარყოფითად ზემოქმედებენ დაავადების მიმდინარეობაზე და შედეგებზე. ქირურგიულ ოპერაციას თან ახლავს განსაკუთრებული ემოციური განცდები: შიში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უმწეობა. ქირურგიული ოპერაციის მოლოდინი და გაურკვეველი გამოსავალი, რომელშიც იმყოფება პაციენტი წინასოპერაციო პერიოდში, ხელს უწყობს სხვადასხვა ნერვული, შფოთვითი, ფობიური დარღვევების განვითარებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო აღრმავებს დაავადების მიმდინარეობას. კვლევის მიზანია კარდიოქირურგიული პაციენტების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლა წინასაოპერაციო პერიოდში. კვლევის მეთოდები. კვლევაში გამოყენებულ იქნა სტატისტიკური ანალიზის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა „ცხოვრების მიზნის ტესტი“ (Purpose-in-Life Test). კვლევა განხორციელდა აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში. კვლევის შედეგები. კვლევით გამოვლინდა, რომ პაციენტებში „ცხოვრების მიზნის“ საერთო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია (M=88.7), რაც ადასტურებს დაავადების ნეგატიურ გავლენას სიცოცხლეზე. დაბალია ტესტის ყველა ინდიკატორის მაჩვენებელი: "ცხოვრების მიზანი" - M=23; "სიცოცხლის პროცესი" - M=24; „სიცოცხლის შედეგიანობა“ - M=20; „კონტროლის ლოკუსი - მე“ - M=15; „კონტროლის ლოკუსი - სიცოცხლე“ - M=25. მაჩვენებლების დაბალი დონე გვიჩვენებს, რომ პაციენტები ცხოვრობენ უფრო დღევანდელი, ან გუშინდელი დღით, არ აქვთ განსაზღვრული მომავალი ცხოვრების მიზანი და არც მისი უკეთესობისაკენ შეცვლაზეც ფიქრობენ, რაც იმაზე მიუთითებს იმაზე, რომ არ სჯერათ ოპერაციის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების. რესპოდენტები უკმაყოფილონი არიან ცხოვრებით. მათი აზრით, ავადმყოფობის გამო სიცოცხლისა და მუშაობის თვითშეზღუდვების შედეგად, ცხოვრება არ განვითარდა იმ გზით, როგორზეც ისინი ოცნებობდნენ. ცხოვრებაში ვერ ხედავენ ნათელ ინტერესს და იგი ეჩვენებათ, როგორც უაზრო, ერთფეროვანი, მოსაწყენი, უინტერესო, ცარიელი. ნებისა და ხასიათის სისუსტის გამო ცხოვრების ზოგ სიტუაციაში არასათანადო ქცევა გამოავლინეს, მიჰყვებოდნენ ცხოვრების დინებას და ვერ შეძლეს ეპოვათ საკუთარი მოწოდება. პაციენტების აზრით, ბევრი რამ დამოკიდებულია არა საკუთარ ძალისხმევაზე, არამედ ობიექტურად განვითარებულ მოვლენებზე (მაგ., ავადმყოფობა), რომელთა მართვა რთულია. დასკვნა. ამგვარად, ქირურგიული ოპერაციის მოლოდინის პერიოდში პაციენტების უმრავლესობას აქვს საკუთარი ცხოვრების დაბალი გააზრება და დაბალი პიროვნული თვითშეფასება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სხვადასხვა ნერვული დარღვევების განვითარებას. პაციენტებისათვის ქირურგიული ოპერაცია სერიოზული სტრესორული ფაქტორია. ოპერაციაზე ფსიქოემოციური რეაგირების კორექტირების მიზნით, პაციენტები საჭიროებენ კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ და ფსიქოთერაპიულ მხარდაჭერას. ამ მხრივ, საჭიროა ფსიქოთერაპევტების მოწვევა კარდიოლოგიურ საავადმყოფოში და ფსიქოთერაპიული ინტერვენციების სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფის დროს მნიშვნელოვანია პოსტოპერაციულ პერიოდში მომავალი ცხოვრებისეული ორიენტირების ფორმირება, ჯანსაღი ცხოვრების წესის, თვითგანვითარებისის მისწრაფების წახალისება.
ობიექტის ტიპი: | სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (მოხსენება) |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | კარდიოქირურგია, ნერვული დარღვევები, ჯანსაღი ცხოვრების წესი |
თემატიკა: | B Philosophy. Psychology. Religion > BF Psychology H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 29 ივლისი 2019 14:16 |
ბოლო ცვლილება: | 29 ივლისი 2019 14:16 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9162 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |