არაკომერციული საავადმყოფოების ევროპული გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ვერულავა, თენგიზ (2014) არაკომერციული საავადმყოფოების ევროპული გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. In: საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“, 16-18 ივნისი, 2014, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

[img]
Preview
Text
Binder1.pdf

Download (428kB) | Preview

Abstract

საქართველოში არსებული საავადმყოფოების უმრავლესობა მომგებიან (კომერციულ) ორგანიზაციებს წარმოადგენენ. 2013 წლის მონაცემებით, საავადმყოფოთა 42% სადაზღვევო კომპანიებს ეკუთვნის, ფიზიკურ პირებს - 29 %, სახელმწიფოს მხოლოდ 8 %. სახელმწიფოს საკუთრებაში, ძირითადად, ფსიქიატრიული და სპეციფიკური სამედიცინო მომსახურების საავადმყოფოები რჩებიან. ამისგან განსხვავებით დასავლეთ ევროპის, ასევე აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში არამომგებიანი (არაკომერციულ) საავადმყოფოები შეადგენენ 50 %-ზე მეტს. ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა ქმნის პრობლემას, რადგან ჯანდაცვის ბაზარი არსებითად განსხვავდება ეკონომიკის სხვა სფეროებისაგან, განსხვავებულია ჯანდაცვის ბაზარზე მოქმედი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა ქცევაც, რაც უმთავრესად დაკავშირებულია მესაკუთრეობის ფორმასთან. თუ ჩვეულებრივ ბაზარზე ძირითადად, დამახასიათებელია მაქსიმალური მოგებისკენ სწრაფვა, სამედიცინო ბაზარზე გარკვეული სერვისები საზოგადოებრივი სიკეთის ნიშნებით ხასიათდებიან. აღნიშნულის გამო დასავლეთის ქვეყნებში არაკომერციული საავადმყოფოები წარმოადგენენ კომერციული საავადმყოფოების ალტერნატიულ ფორმას. საქართველოში არ არსებობს საავადმყოფოების არამომგებიანი სახით ფუნქციონირების საკმარისი მოტივაცია. საჭიროა საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების შემდგომი დახვეწა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინება. მიზანშეწონილია არამომგებიანი საავადმყოფოების როლის გაზრდა საქართველოს სამედიცინო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, და რაც მთავარია, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაახლოებას ცივილიზებულ სამყაროს არსებულ გამოცდილებასთან.

Item Type: Conference or Workshop Item (Paper)
Uncontrolled Keywords: არამომგებიანი საავადმყოფო
Subjects: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 29 Jul 2019 14:15
Last Modified: 29 Jul 2019 14:15
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9158

Actions (login required)

View Item View Item