ვერულავა, თენგიზ and დემურია, მირანდა (2015) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კმაყოფილების შეფასება. In: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეროვნული მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხები“, 10-11 ივლისი, 2015, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
|
Text
Binder1.pdf Download (126kB) | Preview |
Abstract
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა კმაყოფილება მიღებული ამბულატორიული მომსახურების მიმართ მაღალია. მოსარგებლეთა ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი, სასურველი სერვისის მიღებამდე სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების ხანგრძლივობა, მკურნალობის საჭიროების არასაკმარისი ახსნა წარმოადგენს პროგრამის პრობლემურ მახასიათებლებს და მოითხოვს გამოსწორებას. რეკომენდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტომ გაატარონ სათანადო ღონისძიებები მოსარგებლეთა ინფორმირებულების დონის ასამაღლებლად. ამ მხრივ, მიზანშეწონილია სატელევიზიო ეთერით მოსარგებლეთათვის ინფორმაციის ხშირი მიწოდება, ინტერნეტ საიტებზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსება, საინფორმაციო ბუკლეტების პერიოდული მიწოდება მოსახლეობისთვის, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრების გამართვა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. სერვისის მიღებამდე სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნებული დროის შესამცირებლად რეკომენდებულია ქოლ-ცენტრის მეშვეობით ექიმთან ვიზიტზე წინასწარი ჩაწერის მექანიზმების სრულყოფა. სამედიცინო პერსონალმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მკურნალი ექიმი თვლის რომ პაციენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია იქნება საზიანო მისთვის ან აღიქმება არასწორად), განემარტოს მკურნალობის საჭიროება, მკურნალობის პროცესში მისი ჩართულობის აუცილებლობა და მკურნალობის შესაძლო შედეგები.
Item Type: | Conference or Workshop Item (Paper) |
---|---|
Uncontrolled Keywords: | საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა |
Subjects: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
Divisions: | Centres > Insurance and Public Health Center |
Depositing User: | Professor Tengiz Verulava |
Date Deposited: | 29 Jul 2019 14:14 |
Last Modified: | 29 Jul 2019 14:14 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9157 |
Actions (login required)
![]() |
View Item |