ვერულავა, თენგიზ და დემურია, მირანდა (2015) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კმაყოფილების შეფასება. In: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეროვნული მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხები“, 10-11 ივლისი, 2015, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
|
ტექსტი
Binder1.pdf Download (126kB) | გადახედვა |
რეზიუმე
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა კმაყოფილება მიღებული ამბულატორიული მომსახურების მიმართ მაღალია. მოსარგებლეთა ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი, სასურველი სერვისის მიღებამდე სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების ხანგრძლივობა, მკურნალობის საჭიროების არასაკმარისი ახსნა წარმოადგენს პროგრამის პრობლემურ მახასიათებლებს და მოითხოვს გამოსწორებას. რეკომენდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტომ გაატარონ სათანადო ღონისძიებები მოსარგებლეთა ინფორმირებულების დონის ასამაღლებლად. ამ მხრივ, მიზანშეწონილია სატელევიზიო ეთერით მოსარგებლეთათვის ინფორმაციის ხშირი მიწოდება, ინტერნეტ საიტებზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსება, საინფორმაციო ბუკლეტების პერიოდული მიწოდება მოსახლეობისთვის, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრების გამართვა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. სერვისის მიღებამდე სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნებული დროის შესამცირებლად რეკომენდებულია ქოლ-ცენტრის მეშვეობით ექიმთან ვიზიტზე წინასწარი ჩაწერის მექანიზმების სრულყოფა. სამედიცინო პერსონალმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მკურნალი ექიმი თვლის რომ პაციენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია იქნება საზიანო მისთვის ან აღიქმება არასწორად), განემარტოს მკურნალობის საჭიროება, მკურნალობის პროცესში მისი ჩართულობის აუცილებლობა და მკურნალობის შესაძლო შედეგები.
ობიექტის ტიპი: | სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (სტატია) |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 29 ივლისი 2019 14:14 |
ბოლო ცვლილება: | 29 ივლისი 2019 14:14 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9157 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |