შეზღუდული კონკურენცია ჯანდაცვის ბაზარზე: გადაწყვეტის გზები

ვერულავა, თენგიზ (2017) შეზღუდული კონკურენცია ჯანდაცვის ბაზარზე: გადაწყვეტის გზები. In: I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები, გამოწვევები", 17-18 ნოემბერი, 2018, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

[img]
Preview
Text
competition.pdf - Published Version

Download (1MB) | Preview

Abstract

ჯანდაცვის ბაზარი თავისი ძირითადი მახასიათებლებით წარმოადგენს არასრულყოფილი კონკურენციის ბაზარს და ხშირად კლასიფიცირდება როგორც მონოპოლისტური ბაზარი და ოლიგოპოლია. ჯანდაცვის სისტემის შეზღუდულ კონკურენციას თავისი მიზეზები აქვს, კერძოდ, სამედიცინო ბაზარზე შესვლა შეზღუდულია, სამედიცინო ბაზარზე კონკურენტთა მცირე რაოდენობაა, სამედიცინო ბაზარზე სამედიცინო მომსახურების მიწოდების იერარქიული სისტემაა, სამედიცინო მომსახურების მრავალ სახეს არ გააჩნია მისი შემცვლელი, სამედიცინო მომსახურება არაერთგვაროვან პროდუქტს წარმოადგენს. ჯანდაცვის სისტემის შეზღუდული კონკურენცია ნეგატიურად მოქმედებს არამარტო სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, არამედ ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახსრების ეფექტურ ხარ- ჯვაზე. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სადაც ჯანდაცვაზე ისედაც მწირი სახსრები გამოიყოფა. შეზღუდული კონკურენციის უარყოფითი ეფექტების გადასაწყვეტად ბევრმა ქვეყანამ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენა. ამ თვალსაზრისით საკმაო გამოცდილება დაგროვდა. ჩვენი ნაშრომის მიზანია განვიხილოთ ჯანდაცვის სისტემაში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების ორი საყოველთაოდ ცნობილი მექანიზმი: კერძო სამედიცინო დაზღვევის შევსებითი და ჩანაცვლებითი ფორმების როლი უნივერსალურ, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში და საავადმყოფოების მესაკუთრეობის სხვადასხვა ფორმებს შორის კონკურენციის ხელშეწყობა.

Item Type: Conference or Workshop Item (Paper)
Uncontrolled Keywords: ჯანდაცვის ბაზარი
Subjects: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 29 Jul 2019 14:13
Last Modified: 29 Jul 2019 14:13
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9152

Actions (login required)

View Item View Item