პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში

ვერულავა, თენგიზ (2018) პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში. In: III საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე გლობალიზაციის აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, 2018, ევროპის უნივერსიტეტი.

[img]
გადახედვა
ტექსტი
Primary care.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (284kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://www.eugb.ge/uploads/content/N5/5-44.pdf

რეზიუმე

ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციულ მოწყობაში პირველად ჯანდაცვას განსაკუთრებული როლი ეკისრება. პირველადი ჯანდაცვის როგორც სისტემის ფუნდამენტის გარეშე შეუძლებელია რაიმეს აშენება. პირველადი ჯანდაცვის გამართულ სისტემაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი, სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვაზე გამოყოფილი მწირი სახსრების ეფექტური ხარჯვა. ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და საერთოდ პირველადი ჯანდაცვა საქართველოში ვერ განვითარდა იმ სტანდარტებით, რაც უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია არსებობს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის ნაკლებ განვითარებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვათა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. პაციენტები ოჯახის ექიმის გვერდის ავლით მიმართავენ ექიმ-სპეციალისტებს. ამის მიზეზია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისადმი დაბალი ნდობა და ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის კულტურის არარსებობა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა უპირველესად უნდა ითვალისწინებდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას. ამისათვის საჭიროა ოჯახის ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ოპტიმალური გეოგრაფიული განაწილება და ხელმისაწვდომობის გაზრდა, შრომის ნორმალური ანაზღაურების უზრუნველყოფა.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (სტატია)
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ოჯახის ექიმი, პირველადი ჯანდაცვა, საქართველო
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 29 ივლისი 2019 14:13
ბოლო ცვლილება: 29 ივლისი 2019 14:13
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9151

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა