კაპანაძე, ნინო and ჩილინგარაშვილი, სოფო and თათოშვილი, ბექა and ფანჩულიძე, თამარ and ვერულავა, თენგიზ (2018) რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად მიგრირებული სტუდენტების სოციალიზაცია და ჯანმრთელობა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4 (1). pp. 78-89. ISSN 2346-7983
|
Text
kapanadze.pdf - Published Version Download (824kB) | Preview |
Abstract
შესავალი: ბოლო წლებში, რეგიონებიდან დედაქალაქში სტუდენტთა მიგრაციამ მაშტაბური ხასიათი მიიღო, ამის ძირითად მიზეზს კი თბილისში არსებული უამრავი უნივერსიტეტი წარმოადგენს. კვლევის მიზანია შეისწავლოს ის ძირითადი პრობლემები, რომელთაც სტუდენტები დედაქალაქში ჩამოსვლისას აწყდებიან და წარმოაჩინოს ამ ფაქტორების გავლენა მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი რეგიონებიდან თბილისში ჩამოსულ სტუდენტებთან ნახევრად სტრუქტურიზებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები, დისკუსია: კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტებს პირველ წლებში ძალიან გაუჭირდათ ადაპტაცია ქალაქთან, ისინი ნაკლებად სტუმრობდნენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, არ იყვნენ ჩართულნი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ზოგიერთს თრგუნავდათ დამოუკიდებლობის მაღალი მაჩვენებელი, ზოგიერთისთვის კი სტრესული აღმოჩნდა საოჯახო საქმეები. ამასთან, ადაპტაციის პრობლემა გამოიკვეთა ისეთ ფაქტორებთან დაკავშირებით, როგორიცაა ხმაური, გადაადგილება, ტრანსპორტი, კვება და ა.შ., რომელთა გამოც სტუდენტები უძილობას, გაღიზიანებას, წონაში მომატებას, დაღლასა და ჯამრთელობის სხვადასხვა პრობლემებს უჩივიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოსვლიდან 2-3 წლის შემდეგ ადაპტაციის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად შემსუბუქდა მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის გარკვეული ტრენინგების ჩატარება და საუბრები მათი პრობლემების შესახებ. ამასთან, მათთვის უფრო მოქნილი და მორგებული გარემოს შექმნა, აქტიური ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, რათა გაიზარდოს მათი სოციალიზაციის ხარისხი.
Item Type: | Article |
---|---|
Uncontrolled Keywords: | სტუდენტთა მიგრაცია, ფსიქიატრიული მომსახურება, სტუდენტების სოციალიზაცია, ჯანმრთელობა |
Subjects: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
Divisions: | Centres > Insurance and Public Health Center |
Depositing User: | Professor Tengiz Verulava |
Date Deposited: | 15 Jul 2019 16:07 |
Last Modified: | 15 Jul 2019 16:07 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9119 |
Actions (login required)
View Item |