ჩიტაძე, თეონა და კორკოტაშვილი, გიორგი და ვერულავა, თენგიზ (2018) ჯენერიკი მედიკამენტები ევროპულ, ამერიკულ და ქართულ ბაზრებზე. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4 (1). С. 56-69. ISSN 2346-7983
მოცემული მასალის ბოლო ვერსია.
|
ტექსტი
verulava.pdf Download (316kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი: მსოფლიოში ჯენერიკი მედიკამენტების ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე მათი ბრენდი ანალოგების ფასი. საქართველოში ჯენერიკები ხშირად ბრენდ მედიკამენტებზე გაცილებით ძვირარღირებულია. ამავდროულად, როგორც ბრენდულ, ასევე ჯენერიული დასახელების მედიკამენტებზე საშუალო ფასნამატი ყველაზე მაღალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. მეთოდოლოგია: გამოყენებულ იქნა როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდი. გამოიკითხა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, პირველადი რგოლის ექიმები და ფარმაცევტული სფეროს მუშაკები წინასწარ შედგენილი კითხვარების მეშვეობით. შედეგები: გამოიკვეთა ფარმაცევტული ბაზრის თავისებურებები საქართველოში, ჯენერიკი მედიკამენტების უჩვეულო ფასის რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი, ექიმების და ფარმაცევტების ფარული დაინტერესებები ჯენერიკი კომპანიების მხრიდან, გარკვეული ტიპის გარიგებები ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მედიკამენტების ფასწარმოქმნაზე. გამოიკვეთა ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლიური ხასიათი. დისკუსია, რეკომენდაციები: მიზანშეწონილია მედიკამენტებზე ფასნამატის ზღვარის დაწესება, კონკურენციის სააგენტოს მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლა, ელექტრონული რეცეპტის სისტემის ამუშავება, სხვა იაფფასიანი ჯენერიკების ბაზარზე შემოსვლის გამარტივება მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მკაცრი სისტემის ამოქმედებასთან კორელაციაში.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | მედიკამენტი, ჯენერიკ მედიკამენტი, ბრენდი მედიკამენტი, ფარმაცევტული ბაზარი, ფასნამატი, კონკურენცია. |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 15 ივლისი 2019 16:07 |
ბოლო ცვლილება: | 15 ივლისი 2019 16:07 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9118 |
ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია
-
ჯენერიკი მედიკამენტები ევროპულ, ამერიკულ და ქართულ ბაზრებზე. (deposited 15 ივლისი 2019 16:07)
- ჯენერიკი მედიკამენტები ევროპულ, ამერიკულ და ქართულ ბაზრებზე. (deposited 15 ივლისი 2019 16:07) [ასახულია მიმდინარე დროს]
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |