ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის პრობლემები საქართველოში

ორმოცაძე, თინათინ და ვერულავა, თენგიზ (2018) ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის პრობლემები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4 (1). С. 74-87. ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
verulava.pdf - გამოქვეყნებული ვერსია

Download (697kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: https://heconomic.wordpress.com/2017/12/28/ormotsa...

რეზიუმე

შესავალი: საქართველოში მოქმედებს „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა“. წლიდან წლამდე იზრდება პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა, თუმცა, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შესამჩნევ ცვლილებას არ განიცდის. კვლევის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას არსებული პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ იქნა საქართველოში დღეის მდგომარეობით არსებული 10 სტაციონარული და 7 ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულებების მენეჯერები. შედეგები, დისკუსია: სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების სახელმწიფო დაფინანსება არასაკმარისია. დაბალია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა არადამაკმაყოფილებელია. პრობლემებია სერვისის ამბულატორიულად მიწოდების მხრივ, რადგან ამბულატორიული სამსახური (ასევე თემზე დაფუძნებული სერვისები) არ არის განვითარებული შესაბამის დონეზე. დასკვნა, რეკომენდაციები: დაფინანსების სისტემა და სერვისების მიწოდება საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწას, რათა გახდეს რეალურ საჭიროებებზე მორგებული. საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების გაზრდა და დაფინანსების ეფექტური მექანიზმების შემუშავება, დარგის უზრუნველყოფა მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით და მათი სათანადო დონეზე ანაზღაურება, თავშესაფრების და სხვა სახის სერვისების განვითარების ხელშეწყობა.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფსიქიატრიული მომსახურება
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 15 ივლისი 2019 16:07
ბოლო ცვლილება: 15 ივლისი 2019 16:07
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9117

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა