ლორთქიფანიძე, ანა და ბიგვავა, ნანა და ვერულავა, თენგიზ (2019) ავტოსატრანსპორტო სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე: თბილისის შემთხვევა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 5 (1). С. 52-65. ISSN 2346-7983
|
ტექსტი
TMOSFERULI.pdf Download (313kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანრმთელობისათვის საზიანო პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ურბანული გარემოს ძირითადი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია. ამ პრობლემასთან საბრძოლველად 2018 წლიდან ეტაპობრივად შემოღებულ იქნა კანონი ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით. კვლევის მიზანია ავტომობილთა სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით მოქალაქეების აზრის შესწავლა, თუ რამდენად და რა შემთხვევაში არიან თბილისში მცხოვრები გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მომხმარებლები მზად, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, დათმონ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტით მოძრაობა. მეთოდოლოგია. კვლევა ეყრდნობა 12 ჩაღრმავებულ ინტერვიუს და მოიცავდა შემდეგ სამ სეგმენტს: 1) მსუბუქი ავტომანქანის ტაქსისტი, საკუთარი გაუმართავი ავტოსატრატრანპორტო საშუალებით 2) ტექნიკრად გაუმართავი მსუბუქი ავტომობილის მომხმარებელი და 3) უტრანსპორტო მომხმარებელი, რომელსაც აქვს საშუალება იყიდოს მანქანა. შედეგები, დასკვნა. კვლევამ აჩვენა, რომ კანონის მაქსიმალურად ეფექტურად ამოქმედებისათვის საჭიროა: 1. მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი; 2. მოსახლეობის ინფორმირება, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საზიანო შედეგების შესახებ და გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების როლის შესახებ ჰაერის დაბინძურებაში; 3. დაწესდეს დაბალპროცენტიანი სესხი ან განვადება ახალი მანქანების შესაძენად ან გაუმართავი ავტომობილების შესაკეთებლად, მთავრობისა და ბანკების ხელშეწყობით. 4. დაწესდეს კონტროლი საწვავის ხარისხზე.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ავტომობილთა სავალდებულო ტექდათვალიერება |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 12 ივლისი 2019 18:24 |
ბოლო ცვლილება: | 12 ივლისი 2019 18:24 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9113 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |