რუსუდან მირცხულავა ფარდობითობის პრინციპის შესახებ ფსიქოლოგიაში

მირცხულავა, რუსუდანი (2005) რუსუდან მირცხულავა ფარდობითობის პრინციპის შესახებ ფსიქოლოგიაში. მაცნე, დ.უზნაძის სახ.ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პერიოდული ჟურნალი, #2. С. 82-91.

[img] ტექსტი
ფარდობითობა.docx

Download (36kB)

რეზიუმე

სუბიექტური ფაქტორი ახლებური მნიშვნელობას იძენს თანამედროვე ფსიქოლოგიურ თეორიებში, რომლებიც აქტივობის პროცესში სუბიექტური ინტერპრეტაციის, თავისუფალი არჩევანის, შემთხვევითობისა და განუსაზღვრელობის პრინციპებს ეფუძნება. ე.წ. „კვანტურ ფსიქოლოგიას“(უილსონი რ.ა.) რადიკალური რელატივიზმი გამოარჩევს; თეორიაში სუბიექტ-ობიექტის მიმართება „სემანტიკური ბადით“, იმპრინტთა სისტემით, გენეტიკით, ნეიროსენსორული აპარატითა და დასწავლა-კონდიცირების ფაქტორებით შუალდება. ამ უკანასკნელთა მოქმედება სუბიექტს რაკურსულ „რეალობის გვირაბში“ აქცევს. ასევე, ამავე დროს, რეალობის სუბიექტური მოდელირების პროცესში ხაზი გაესმის სუბიექტურ არჩევანს , რომელიც ინტერპრეტაციულ თავისუფლებასა და აღქმის ფარდობითობას უკავშირდება. დ. უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია ახლებურ, თანამედროვე მნიშვნელობას იღებს ფარდობითობის პრინციპთან მისი მიმართების გათვალისწინებით. თეორიის ძირითადი დებულების მიხედვით, სუბიექტის მიმართება ობიექტთან განწყობით შუალდება; სუბიექტურ-ობიექტური ფაქტორების გამთლიანებით, განწყობა მიზანშეწონილი, ადეკვატური ქცევის დეტერმინანტია.მაგრამ, ამავე დროს, განწყობა სუბიექტურ ილუზიათა მიზეზედაც იქცევა, რომელთა ექსპრიმენტულ კვლევას, ე.წ. განწყობის ეფექტებს, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა განწყობის ფსიქოლოგიაში. განწყობა არა მხოლოდ ადექვატური ქცევის დეტერმინანტს, არამედ რეალობის სუბიექტურ ინტერპრეტაციათა თუ ფარდობითი აღქმის ინსპირატორსაც წარმოადგენს. შესაბამისად, განწყობის ფენომენი ფარდობითობის პრინციპთან არსობრივად კავშირდება.

ობიექტის ტიპი: სტატია
თემატიკა: B Philosophy. Psychology. Religion > BF Psychology
განმათავსებელი მომხმარებელი: რუსუდან მირცხულავა
განთავსების თარიღი: 03 თებერვალი 2014 13:15
ბოლო ცვლილება: 03 თებერვალი 2014 13:15
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/887

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა