მირცხულავა, რუსუდანი (2013) რუსუდან მირცხულავა "კონტრაპუნქტი; თომას მანი -კარლ იუნგი". ბლოგი "ბურუსი"www. burusi.wordpress.com. 9 pages.
Text
ელექტრონულ სტატია ბლოგზე ბურუსი.docx Download (322kB) |
Abstract
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ფილოსოფიური აზრი და ხელოვნება მძაფრად ინტერესდება კონტრარულ, ურთიერთ-საპირისპირო ფენომენთა მიმართებით; შესაბამისად, როგორც თეორიულ, ასევე მხატვრულ ძიებებში მკაფიოდ აისახება „ახალი რეჟიმის“ ძიების ჟინი. ახალ პრინციპზე აგებული ხელოვნების ზე-ამოცანად მაქსიმალურად განსხვავებულ, ანტიპოდურ მოვლენათა თუ ობიექტთა არა მხოლოდ შედარება, არამედ მათი შეკავშირება და ზოგჯერ, გამთლიანებაც იქცა. კონკრეტულად განსაზღვრული განცდების გარღვევის ტენდენცია ნათლად აისახა ფსიქოანალიზური კულტუროლოგიის ერთერთი ფუძემდებლის, კარლ იუნგის მოძღვრებაში; კონტრარულ განცდებს მიღმა არსებული, ახალი სფეროს,- კოლექტიური არაცნობიერის,- ძიებით, იუნგის კონცეპცია თანამედროვე ხელოვნების ისეთ მახასიათებლებს ეხმიანება, როგორიცაა ობიექტებით თავისუფალი და აბსურდული მანიპულირება, ხშირ შემთხვევებში (ფორმალისტურ ხელოვნებაში) ობიექტებზე, საერთოდაც, უარის თქმა, პროცესის და არა შედეგის დომინირება, ორიენტირთა მოხსნა, ანტიპოდთა აღრევა. . . ყველა ჩამოთვლილი მახასიათებელი ერთი ნიშნით გადმოიცემა- გაბუნდოვნება.
Item Type: | Article |
---|---|
Subjects: | B Philosophy. Psychology. Religion > BF Psychology |
Depositing User: | რუსუდან მირცხულავა |
Date Deposited: | 30 Jan 2014 13:21 |
Last Modified: | 30 Jan 2014 13:21 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/840 |
Actions (login required)
View Item |