მირცხულავა, რუსუდანი და ცხვედაძე, ნანა და ლორთქიფანიძე, მაკა (2011) საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკა და საბუნებისმეტყველო საგნებში დანიშნულ გამოცდებთან დაკავშირებული შფოთვითი რეაქციები. In: ESERA 9th International Conference "Science Learning and Citizenship", 5-9 SEptember, 2011, France, Lyon.
ტექსტი
silabusi 5.docx Download (31kB) |
რეზიუმე
2011 წლის გაზაფხულზე საქართველოს სკოლებში საბუნებიმეტყველო საგნებში დაახლ.20 წლის ინტერვალით, პირველად ჩატარდა ფინალური (კლასიდან კლასში გარდამავალი) გამოცდები.ამ საგანმანათლებლო რეფორმაზე მოსწავლეთა რეაგირების ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტად შფოთვითი რეაქცია უნდა ჩაითვალოს. წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ტესტური შფოთვისა (TAQ) (სარასონი) და ნიშან-მდგომარეობა შფოთვის (STAI)(შპილბერგერი)დონეთა დადგენას თბილისის სკოლების მოსწავლეებთან.კვლევისთვის შეირჩა თბილისის სკოლები ტიპისა(სახელმწიფო,კერძო) და უბნების მიხედვით.კვლევის შედეგების თანახმად, საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდების აქტუალობა ზრდის ტესტურ შფოთვას (ოთხივე კომპონენტით) და რეაქტიული შფოთვის მაჩვენებელს; ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ტესტური შფოთვიდან იძლევა დაძაბულობისა და შფოთვითი რეაქციების კომპონენტები.აღნიშნული ორი კომპონენტის ზრდა ნორმის ფარგლებში, ხოლო ამოცანისადმი ირელევანტური რეაქციებისა და სხეულებრივი ნიშნების კომპონენტების ზრდის ტენდენცია სუბნორმის ფარგლებში გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ თბილისელ მოსწავლეთა რეაქცია მოსალოდნელ გამოცდებზე ადაპტურია.
ობიექტის ტიპი: | სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (სტატია) |
---|---|
თემატიკა: | B Philosophy. Psychology. Religion > BF Psychology |
განმათავსებელი მომხმარებელი: | რუსუდან მირცხულავა |
განთავსების თარიღი: | 29 იანვარი 2014 19:52 |
ბოლო ცვლილება: | 27 აპრილი 2015 09:15 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/765 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |