ვერულავა, თენგიზ (2017) უნივერსალური ჯანდაცვის მსოფლიო გამოცდილება და საქართველოს რეფორმები. In: II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში", 3-4 ნოემბერი, 2017, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
This is the latest version of this item.
![]() |
Text (კონფერენციის პროგრამა)
programa-გლობალიზაცია.pdf - Supplemental Material Download (721kB) |
![]() |
Other (პრეზენტაცია)
უნივერსალური_ჯანდაცვის_მსოფლიო_გამოცდილება_და.PDF - Presentation Download (891kB) |
Abstract
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თავდაპირველად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება ხორციელდებოდა სოციალური დაზღვევის მოდელით (ბისმარკის მოდელი). თუმცა, 2007 წლიდან იგი გადავიდა გადასახადებზე დაფუძნებულ მოდელზე (ბევერიჯის მოდელი). განვითარებადი ქვეყნებისათვის გადასახადებზე დაფუძნებულ სისტემას გააჩნია უპირატესობა სოციალური დაზღვევის მოდელთან შედარებით. კერძოდ, განვითარებად ქვეყნებში, სადაც უფრო მეტადაა განვითარებული არაფორმალური სექტორი, გადასახადებზე დაფუძნებულ მოდელს აქვს შესაძლებლობა უფრო სწრაფი ტემპით მოიცვას იგი. თუმცა, გადასახადებზე დაფუძნებული სისტემა ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. 2013 წლიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისა თუ კერძო სადაზღვევო პროგრამებით. სახელმწიფოს მიერ უნივერსალური ჯანდაცვის მშენებლობა, რომლითაც ყველა ადამიანს აქვს საშუალება ისარგებლოს, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საჭიროა სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელება დაფინანსების ხარჯთეფექტური მეთოდების, სერვისების ხარისხის და მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. ხარჯების შეკავების მეთოდებიდან მთავარია გამართული პირველადი ჯანდაცვის სისტემის არსებობა, სადაც ყურადღება ექცევა პრევენციულ სერვისებს. ჯანდაცვაზე დანახარჯების შეკავების ყველაზე საუკეთესო მეთოდი არის ის, რომლითაც მიიღწევა ჯანმრთელობის საერთო მაჩვენებლების გაუმჯობესება არსებული რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების მეშვეობით.
Item Type: | Conference or Workshop Item (Keynote) |
---|---|
Uncontrolled Keywords: | უნივერსალური ჯანდაცვა, საყოველთაო ჯანდაცვა, საბაზისო მომსახურება, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა |
Subjects: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
Divisions: | Centres > Insurance and Public Health Center |
Depositing User: | Professor Tengiz Verulava |
Date Deposited: | 08 Nov 2017 08:14 |
Last Modified: | 08 Nov 2017 08:14 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/7290 |
Available Versions of this Item
-
უნივერსალური ჯანდაცვის მსოფლიო გამოცდილება და საქართველოს რეფორმები. (deposited 08 Nov 2017 08:14)
- უნივერსალური ჯანდაცვის მსოფლიო გამოცდილება და საქართველოს რეფორმები. (deposited 08 Nov 2017 08:14) [Currently Displayed]
Actions (login required)
![]() |
View Item |