დიალოგურობა ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილებში"

ცაგარელი, ლევან (2017) დიალოგურობა ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილებში". In: ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, 24-25 ოქტომბერი 2017, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. (არ გამოქვეყნებულა)

[img] სლაიდ შოუ
Dialogicity in Letters of a Travaler.pptx

Download (212kB)
ოფიციალური URL: https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/gonisdziebeb...

რეზიუმე

ილია ჭავძავაძის მოთხრობა მგზავრის წერილები დიდწილად დიალოგურია არა მხოლოდ ნარატიული მოდუსის მხრივ (მოქმედ პირთა მეტყველების უშუალო გადმოცემა), არამედ სემანტიკურადაც: ტექსტის თითოეულ თავში იმართება ერთგვარი დიალოგი ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოზიციებს, მსოფლხედვებს, ღირებულებებს შორის. მოხსენების მიზანია ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილებში დიალოგურობის ელემენტების - ორხმიანი სიტყვა, ჰიბრიდულობა, სტილიზაცია და ა.შ. - სემანტიკური დანიშნულების გარკვევა. ამ მიზნით გამოყენებული იქნება დიალოგურობის თეორია (მიხაილ ბახტინი). ნაშრომში ყურადღება დაეთმობა მგზავრის წერილებში დიალოგურობის შემდეგ ასპექტებს: ინტერტექსტობრივი დიალოგი ქართულსა და რუსულ პოეზიასთან, სოციოლექტთა დიალოგური ურთიერთმიმართება (რუსი აფიცრის „მდაბიური“ მეტყველება, ლელთ ღუნიას მოხევური დიალექტი, ბარბარიზმები მთხრობლის მეტყველებაში), კოლონიზატორისა და კოლონიზებულის პერსპექტივათა დიალოგური ურთიერთმიმართება, ასევე, დინამიკისა (თერგი) და სტატიკის (მყინვარი), დღისა და ღამის სიმბოლოთა დიალოგური კავშირი. ანალიზის შედეგად წარმოჩნდება სემანტიკურ იზოტოპიათა ჯაჭვი, რომელიც დაკავშირებულია სემის [გონება] / [გონიერება] რეკურენტულობასთან. ერთი მხრივ, გონ/იერ/ების როგორც განმანათლებლური იდეალის მრავალწახნაგოვნების, ხოლო მეორე მხრივ, ყველა მსოფლმხედველობრივი პოზიციის ფარდობითობის გამოაშკარავებას ემსახურება დიალოგურობის ყველა ზემოაღნიშნული ელემენტი. აღნიშნულის საფუძველზე, ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილები წაკითხული იქნება როგორც საპროგრამო ტექსტი, რომლის დანიშნულებაც XIX საუკუნის ქართულენოვან დისკურსში მოდერნული აზროვნების დამკვიდრებაა.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (სტატია)
თემატიკა: P Language and Literature > PB Georgian Language and Literature
ქვეგანყოფილება: Institutes > Institute of Comparative Literature
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Levan Tsagareli
განთავსების თარიღი: 30 ოქტომბერი 2017 08:28
ბოლო ცვლილება: 30 ოქტომბერი 2017 08:28
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/7166

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა