ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების (შინმოვლის) განვითარების პრობლემები საქართველოში

ვერულავა, თენგიზ (2016) ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების (შინმოვლის) განვითარების პრობლემები საქართველოში. როექტი „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). pp. 1-6.

This is the latest version of this item.

[img]
Preview
Text
შინმოვლის_განვითარების_პრობლემები_საქართველოში.PDF - Published Version

Download (348kB) | Preview

Abstract

ქრონიკული დაავადებები ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პრობლემას წარმოადგენს. ქრონიკულ ავადმყოფთა მომსახურება მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ, საცხოვრებელ, ტრანსპორტირების, და სხვა სერვისებს. ქრონიკულ ავადმყოფთა მოვლის ყველაზე იაფ და ეფექტურ ალტერნატივას წარმოადგენს შინმოვლის სისტემების განვითარება. ბევრ ქვეყნებში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქრონიკულ ავადმყოფთა შინმოვლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო სისტემების ნაწილი გახდა. საქართველოში, ისევე როგორც განვითარებად ქვეყნებში ქრონიკულ ავადმყოფთა ხანგრძლივი მოვლის, სამედიცინო და სოციალური მომსახურების სერვისები (სამედიცინო მეთვალყურეობა, მკურნალობა, რეაბილიტაცია, მოვლის ინტერდისციპლინარული თერაპია) განსაკუთრებით ხელმიუწვდომელია მოსახლეობის ღარიბი ნაწილისთვის. სტატიის მიზანია დავადგინოთ რამდენად განვითარებულია საქართველოში შინმოვლის სერვისები, რა საჭიროებების წინაშე დგანან მოვლაზე დამოკიდებული ბენეფიციარები, რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ მსოფლიოში და რა რეკომენდაციები შეიძლება მივაწოდოთ საზოგადოებას. რადგანაც ახლობლები წარმოადგენენ ხანდაზმულთა ზრუნვის სერვისების ძირითად მიმწოდებლებს საკუთარ სახლებში, მნიშვნელოვანია, მათთვის შესაფერისი ფორმალური მხარდაჭერის მიცემა, განსაკუთრებით, როდესაც იზრდება ზრუნვაზე პასუხისმგებლობა. ზოგ ქვეყნებში (მაგ., შვედეთში) ოჯახის წევრების მიერ გაწეულ ზრუნვაზე კანონმდებლობით გამოყოფილია სპეციალური მიზნობრივი გრანტები, რომლებსაც გასცემს მთავრობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე. იგი მიმართულია ზრუნვის არაფორმალური მიმწოდებლების სტიმულირებისა და განვითარების მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს ოჯახის მიერ გაწეულ სერვისებს და შესაბამისად, მიზანშეწონილია ოჯახის წევრების ჩართვა არასამთავრობო ფონდების სერვისებში და სახელმწიფო ჯანდაცვით პროგრამებში. როგორც არასამთავრობო ფონდებმა, ისე სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს გეგმა ოჯახის მიერ გაწეული სერვისების მხარდასაჭერად. ოჯახის, როგორც არაფორმალური მიმწოდებლის კომპონენტის ჩართვა შინმოვლის ფორმალურ სერვისებში აამაღლებს ხანდაზმულთა ზრუნვის მოტივაციას. ეს ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს, რადგან ზრუნვის საჭიროების ბენეფიციართა უმრავლესობა დახმარებას ღებულობს მათი მეუღლეებისა და შვილებისაგან და წარმოადგენენ ზრუნვის მნიშვნელოვან არაფორმალურ პროვაიდერებს. საკუთარ სახლში მცხოვრებთა მიმართ გაწეული მოვლის სერვისები საგრძნობ დხმარებას გაუწევენ როგორც ხანდაზმულებს, ასევე მათ ოჯახებს და რაც მთავარია, შეამცირებს ინსტიტუციონალურ მომსახურებაზე მოთხოვნას.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: შინმოვლა, ჯანდაცვა, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურება
Subjects: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 06 Mar 2017 08:31
Last Modified: 06 Mar 2017 08:31
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6406

Available Versions of this Item

Actions (login required)

View Item View Item