ვერულავა, თენგიზ (2016) ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების (შინმოვლის) განვითარების პრობლემები საქართველოში. როექტი „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). С. 1-6.
მოცემული მასალის ბოლო ვერსია.
|
ტექსტი
შინმოვლის_განვითარების_პრობლემები_საქართველოში.PDF - გამოქვეყნებული ვერსია Download (348kB) | გადახედვა |
რეზიუმე
ქრონიკული დაავადებები ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პრობლემას წარმოადგენს. ქრონიკულ ავადმყოფთა მომსახურება მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ, საცხოვრებელ, ტრანსპორტირების, და სხვა სერვისებს. ქრონიკულ ავადმყოფთა მოვლის ყველაზე იაფ და ეფექტურ ალტერნატივას წარმოადგენს შინმოვლის სისტემების განვითარება. ბევრ ქვეყნებში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქრონიკულ ავადმყოფთა შინმოვლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო სისტემების ნაწილი გახდა. საქართველოში, ისევე როგორც განვითარებად ქვეყნებში ქრონიკულ ავადმყოფთა ხანგრძლივი მოვლის, სამედიცინო და სოციალური მომსახურების სერვისები (სამედიცინო მეთვალყურეობა, მკურნალობა, რეაბილიტაცია, მოვლის ინტერდისციპლინარული თერაპია) განსაკუთრებით ხელმიუწვდომელია მოსახლეობის ღარიბი ნაწილისთვის. სტატიის მიზანია დავადგინოთ რამდენად განვითარებულია საქართველოში შინმოვლის სერვისები, რა საჭიროებების წინაშე დგანან მოვლაზე დამოკიდებული ბენეფიციარები, რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ მსოფლიოში და რა რეკომენდაციები შეიძლება მივაწოდოთ საზოგადოებას. რადგანაც ახლობლები წარმოადგენენ ხანდაზმულთა ზრუნვის სერვისების ძირითად მიმწოდებლებს საკუთარ სახლებში, მნიშვნელოვანია, მათთვის შესაფერისი ფორმალური მხარდაჭერის მიცემა, განსაკუთრებით, როდესაც იზრდება ზრუნვაზე პასუხისმგებლობა. ზოგ ქვეყნებში (მაგ., შვედეთში) ოჯახის წევრების მიერ გაწეულ ზრუნვაზე კანონმდებლობით გამოყოფილია სპეციალური მიზნობრივი გრანტები, რომლებსაც გასცემს მთავრობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე. იგი მიმართულია ზრუნვის არაფორმალური მიმწოდებლების სტიმულირებისა და განვითარების მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს ოჯახის მიერ გაწეულ სერვისებს და შესაბამისად, მიზანშეწონილია ოჯახის წევრების ჩართვა არასამთავრობო ფონდების სერვისებში და სახელმწიფო ჯანდაცვით პროგრამებში. როგორც არასამთავრობო ფონდებმა, ისე სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს გეგმა ოჯახის მიერ გაწეული სერვისების მხარდასაჭერად. ოჯახის, როგორც არაფორმალური მიმწოდებლის კომპონენტის ჩართვა შინმოვლის ფორმალურ სერვისებში აამაღლებს ხანდაზმულთა ზრუნვის მოტივაციას. ეს ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს, რადგან ზრუნვის საჭიროების ბენეფიციართა უმრავლესობა დახმარებას ღებულობს მათი მეუღლეებისა და შვილებისაგან და წარმოადგენენ ზრუნვის მნიშვნელოვან არაფორმალურ პროვაიდერებს. საკუთარ სახლში მცხოვრებთა მიმართ გაწეული მოვლის სერვისები საგრძნობ დხმარებას გაუწევენ როგორც ხანდაზმულებს, ასევე მათ ოჯახებს და რაც მთავარია, შეამცირებს ინსტიტუციონალურ მომსახურებაზე მოთხოვნას.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | შინმოვლა, ჯანდაცვა, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურება |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 06 მარტი 2017 08:31 |
ბოლო ცვლილება: | 06 მარტი 2017 08:31 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6406 |
ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია
-
ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების (შინმოვლის) განვითარების პრობლემები საქართველოში. (deposited 09 მარტი 2016 06:29)
- ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების (შინმოვლის) განვითარების პრობლემები საქართველოში. (deposited 06 მარტი 2017 08:31) [ასახულია მიმდინარე დროს]
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |