ვერულავა, თენგიზ (2016) ჯანდაცვის ხარჯების შეკავების მექანიზმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). საქართველო 2020.. С. 1-10.
მოცემული მასალის ბოლო ვერსია.
|
ტექსტი
ჯანდაცვის ხარჯების შეკავების მექანიზმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა.pdf - გამოქვეყნებული ვერსია Download (7MB) | გადახედვა |
|
|
ტექსტი
თენგიზ ვერულავა - ხარჯების შეკავების მექანიზმები.PDF - გამოქვეყნებული ვერსია Download (498kB) | გადახედვა |
რეზიუმე
2015 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრულ ბიუჯეტზე მეტი თანხები დაიხარჯა. ამას ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ გაკეთებული განცხადებაც: „ჯანდაცვის ხარჯები 2015 წელს დაგეგმილზე გაცილებით მაღალი იყო. მთავრობამ მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს ამ ხარჯებს 2016 წელს და ეფექტიანობის ზრდით უზრუნველყოს ხარჯების დაზოგვა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის ხარჯების ზრდა აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მხრიდან ისედაც მწირი თანხები იხარჯება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რით არის გამოწვეული ჯანდაცვის ხარჯების ზრდა და საქართველოში მისი შეკავების რა მექანიზმები არსებობს. ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდა არამარტო საქართველოს, არამედ ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. იგი უმთავრესად დაკავშირებულია ჯანდაცვის სექტორისათვის დამახასიათებელ ტენდენციასთან. ბევრ ქვეყნებში ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ტემპი აღემატება მთლიანი ეკონომიკის ზრდის ტემპებს. ჯანდაცვის ხარჯების ასეთი ზრდა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით, ჯანდაცვის სექტორში უფრო მეტად ინერგება ახალი ტექნოლოგიები, სამკურნალო-სადიაგნოსტიკო მოწყობილობა-დანადგარები, მედიკამენტები. შედეგად, ჯანდაცვის სექტორში სამედიცინო ფასები იზრდებოდა უფრო სწრაფად, ვიდრე ფასები მთლიანად ეკონომიკაში. ცხადია, რაც უფრო მეტია ჯანდაცვაზე დანახარჯები, მით უფრო უმჯობესდება შედეგი, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, ჯანდაცვაზე დანახარჯებსა და ჯანმრთელობის გამოსავლებს (შედეგებს) შორის არ არის ასეთი მარტივი კავშირი. ჯანდაცვაზე დანახარჯებსაც აქვს ზღვრული სარგებელი. გარკვეული დონის ზევით დანახარჯების ზრდას არანაირი გავლენა არ აქვს ჯანმრთელობის გამოსავლებზე.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | ჯანდაცვის ხარჯები, ხარჯების ზრდის შეკავების მექანიზმები |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 16 დეკემბერი 2016 08:56 |
ბოლო ცვლილება: | 16 დეკემბერი 2016 08:56 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/6215 |
ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია
-
ჯანდაცვის ხარჯების შეკავების მექანიზმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. (deposited 16 თებერვალი 2016 09:40)
- ჯანდაცვის ხარჯების შეკავების მექანიზმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. (deposited 16 დეკემბერი 2016 08:56) [ასახულია მიმდინარე დროს]
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |