ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოში: პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები

ვერულავა, თენგიზ (2016) ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოში: პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები. In: IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა – საქართველო და სამხრეთ კავკასია გლობალური გამოწვევების პირისპირ", 23-25 06.2016, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

[img] ტექსტი
ოჯახის_მხარდაჭერის_პოლიტიკა_საქართველოში_.PDF - გამოქვეყნებული ვერსია

Download (321kB)
[img] სლაიდ შოუ
ოჯახის_მხარდაჭერის_პოლიტიკა_საქართველოში.PDF - პრეზენტაცია

Download (627kB)
[img] სხვა (კონფერენციის პროგრამა)
programa, 2016 A5 TSU-1.pdf - სხვა

Download (265kB)
ოფიციალური URL: https://www.tsu.ge/ge/faculties/social/news/v8z7M2...

რეზიუმე

საქართველოში ბოლო ათწლეულების მანძილზე შეინიშნება მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. საქართველოში 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 729 635 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2002 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 4 371 535 ადამიანს. აქედან გამომდინარე, 2002 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 14,7%-ით (641 900) შემცირდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, არსებული დემოგრაფიული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 2, 985 000 ადამიანამდე (32%-ით 2014 წელთან შედარებთ) შემცირდება. საქართველოში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა განპირობებულია შობადობის დაბალი მაჩვენებლებით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდით, მოსახლეობის დაბერების ტენდენციით. არასახარბიელო დემოგრაფიულ მდგომარეობას ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, მაღალი მიგრაცია, აბორტების მაღალი მაჩვენებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სათანადო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. ამ მხრივ, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა: ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა და დახმარება, სამუშაოსა და ოჯახის შეთავსებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ შემდეგი ფინანსური ღონისძიებების გატარებას: ბავშვის/ოჯახის ფინანსური დახმარება, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში დახმარება, საგადასახადო შეღავათების მინიჭება და ოჯახის ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრის განსახვავებული სისტემის შექმნა. სამუშაოსა და ოჯახის შეთავსებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების (ან ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული შვებულების) შესაბამისი გარანტიების შემუშავებითა და ორივე მშობლისათვის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემით. განხორციელებული კვლევები ადასტურებენ, რომ საქართველოში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სათანადო პირობების შექმნას და საჭიროებს გაუმჯობესებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით. საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, შეზღუდული სახელმწიფო ბიუჯეტის გათვალისწინებით და შესაბამისად, სახსრების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია სახელმწიფომ შეიმუშავოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნეს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე და გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ობიექტის ტიპი: სემინარის ან კონფერენციის მოხსენება (მოხსენება)
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა, დემოგრაფიული პრობლემა
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 27 ივნისი 2016 07:36
ბოლო ცვლილება: 27 ივნისი 2016 07:36
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4754

ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა