ვერულავა, თენგიზ and ლომჯარია, თამთა and კოშაძე, მარიამ and ბექაური, ნინო (2016) სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისადმი მძღოლების დამოკიდებულების შესწავლა. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). pp. 174-183. ISSN 2449-2469
This is the latest version of this item.
Text
სავალდებულო ავტოდაზღვევა.pdf Download (584kB) |
Abstract
შესავალი: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმწორის შედეგად დადგა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხი. ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება იქნება. საქართველოს მთავრობის განცხადებით 2015 წლიდან საქართველოში ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდება. პარლამენტი უკვე მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რის შემდეგაც დამტკიცდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. კვლევის მიზანია სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისადმი მძღოლების დამოკიდებულების შესწავლა. მეთოდოლოგია: გამოყენებულ იქნა ავტოდაზღვევის საკითხებზე არსებული ლიტერატურა, სტატისტიკური მასალები. რაოდენობრივი კომპონენტის ფარგლებში წინასწარ სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით გამოკითხულ იქნენ ავტომობილების მფლობელები. შედეგები: გამოკითხულ რესპოდენტთაგან (240 პირი) ავტომანქანა დაზღვეული ჰყავს მხოლოდ 15%-ს, რომელთაგან უმეტესი ნაწილი (19.5%) ავტოდაზღვევაში იხდის თვეში 60 ლარს. რესპოდენტთა უმრავლესობა კმაყოფილი, ან მეტნაკლებად კმაყოფილია ავტოდაზღვევის პირობებით (91%). მათთვის ყველაზე მეტად მისაღებია სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ზარალის ანაზღაურების პირობები (11%), ევაკუატორის უფასო მომსახურება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს (11%), დაცულობა (6%), სადაზღვევო კომპანიის სანდოობა (6%), თუმცა უარყოფით მხარედ დასახელებულ იქნა სადაზღვევო პაკეტის სიძვირე, რაც, თავის მხრივ, მიჩნეულ იქნა დაუზღვეველობის უმთავრეს მიზეზად (41%). რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი სრულიად არ ეთანხმება სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებას (35%). სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათთვის უფრო სასურველია სადაზღვევო კომპანიებს შორის თავისუფალი არჩევანის უფლების მინიჭება. რესპოდენტთა აზრით, სავალდებულო ავტოდაზღვევის გადასახადი უნდა დაწესდეს უმთავრესად ავტომობილის მდგომარეობის მიხედვით (37%) ან ავტომობილის საბაზრო ღირებულების მიხედვით (25%), ხოლო სავალდებულო ავტოდაზღვევის ღირებულება უნდა შეადგენდეს დაახლოებით 5 – 10 ლარს (95.9%). დისკუსია, დასკვნა: კვლევამ აჩვენა, რომ სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღება ქართველი მძღოლების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები, ხოლო კერძო ავტოდაზღვევა სადაზღვევო პაკეტის სიძვირის გამო რესპოდენტთა უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია. აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნას სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში სადაზღვევო ტარიფის დაწესებისას. სავალდებულო ავტოდაზღვევის სადაზღვევო შენატანი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს. სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების შემთხვევაში მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სადაზღვევო კომპანიების თავისუფალი არჩევანის უფლება, რაც გამორიცხავს სავალდებულო ავტოდაზღვევის ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან ერთი მზღვეველის მონოპოლიის ხელშეწყობას.
Item Type: | Article |
---|---|
Uncontrolled Keywords: | დაზღვევა, ავტოდაზღვევა |
Subjects: | Business Business > Finances and Banking |
Divisions: | Centres > Insurance and Public Health Center |
Depositing User: | Professor Tengiz Verulava |
Date Deposited: | 20 Jun 2016 07:33 |
Last Modified: | 20 Jun 2016 07:33 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4752 |
Available Versions of this Item
-
სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისადმი მძღოლების დამოკიდებულების შესწავლა. (deposited 06 Jul 2015 05:49)
-
სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისადმი მძღოლების დამოკიდებულების შესწავლა. (deposited 06 Jul 2015 05:46)
- სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისადმი მძღოლების დამოკიდებულების შესწავლა. (deposited 20 Jun 2016 07:33) [Currently Displayed]
-
სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისადმი მძღოლების დამოკიდებულების შესწავლა. (deposited 06 Jul 2015 05:46)
Actions (login required)
View Item |