ბაქრაძე, კორნელი და ვერულავა, თენგიზ (2016) სოციალურად დაუცველი ტრავმატოლოგიური პაციენტების კმაყოფილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). С. 75-87. ISSN 2449-2469
მოცემული მასალის ბოლო ვერსია.
ტექსტი
სოციალურად დაუცველი ტრავმატოლოგიური პაციენტების კმაყოფილება .pdf Download (603kB) |
რეზიუმე
საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, სხვა მოქალაქეებზე ბევრად უკეთესი სადაზღვევო პირობებით სარგებლობს, ბევრად მეტია მათი კმაყოფილება, თუმცა, გამოვლინდა პროგრამის ხარვეზები. კვლევის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული გეგმიური ქირურგიული მომსახურება რჩება პრობლემად. კერძოდ, მათ უხდებათ გეგმიურ ქირურგიულ სერვისებზე რამოდენიმე ათასიანი თანაგადახდების გადახდა. კვლევის მიხედვით, სოციალურად დაუცველ პაციენტებს და მოსახლეობის სხვა კატეგორიებს გაეწიათ ერთნაირი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ანუ სერვისები არ იყო დამოკიდებული პაციენტების ფინანსურ შესაძლებლობებზე. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურებით ყველაზე მეტად სწორედ სოციალურად დაუცველი პაციენტი იყო კმაყოფილი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რო მიზანშეწონილია სოციალურად დაუცველი პაციენტებისათვის გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. ასევე საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების შესახებ.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | საყოველთაო ჯანდაცვა |
თემატიკა: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 20 ივნისი 2016 07:32 |
ბოლო ცვლილება: | 20 ივნისი 2016 07:32 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4746 |
ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია
-
სოციალურად დაუცველი ტრავმატოლოგიური პაციენტების
კმაყოფილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. (deposited 20 ივნისი 2016 07:31)
- სოციალურად დაუცველი ტრავმატოლოგიური პაციენტების კმაყოფილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. (deposited 20 ივნისი 2016 07:32) [ასახულია მიმდინარე დროს]
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |