მართული კონკურენცია ჯანდაცვაში და საქართველოს რეფორმები

ვერულავა, თენგიზ (2016) მართული კონკურენცია ჯანდაცვაში და საქართველოს რეფორმები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). С. 1-9.

[img] ტექსტი
თენგიზ_ვერულავა_-_მართული_კონკურენცია_ჯანდაცვაში_და_საქართველოს_რეფორმები.PDF - გამოქვეყნებული ვერსია

Download (347kB)
ოფიციალური URL: https://idfi.ge/ge/ruled-competition-in-healthcare...

რეზიუმე

ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდა არამარტო საქართველოს, არამედ ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მის გადასაწყვეტად ბევრმა ქვეყანამ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენა. ამ თვალსაზრისით საკმაო გამოცდილება დაგროვდა. თანამედროვე მსოფლიოში ჯანდაცვაზე დანახარჯების შეკავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად აღიარებულია ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული სისტემა. აღსანიშნავია, რომ “კონკურენტული სადაზღვევო მოდელის” კონცეფცია საქართველოშიც დაინერგა მცირე ხნით. საინტერესოა, გავეცნოთ ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული სისტემის გამოცდილებას, თუ რას წარმოადგენს იგი, ხარჯების შეკავების რა მექანიზმები გააჩნია და რატომ ვერ მოხეხდა ამ მოდელის განვითარება საქართველოში. ჯანდაცვის სისტემაში ბოლო წლებში მიმდინარე რეფორმების ევროპულ გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის კონკურენტული მოდელი სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხარჯების შეკავების ეფექტური მექანიზმია. სამწუხაროდ, საქართველომ გადაუხვია მართული კონკურენციის პრინციპებს და იგი გაცვალა საავადმყოფოების აშენების პრიორიტეტზე, ანუ მსხვერპლად შეეწირა ჰოსპიტალს. ასეთ დროს ყოველთვის მახსენდება დანიელ ჭონქაძის “სურამის ციხე”, სადაც ერის კონსოლიდაციას უაზროდ ეწირება ნაწარმოების გმირი - ზურაბი. არადა არც იყო საჭირო!

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვა, მართული კონკურენცია, კონკურენცია
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 20 მაისი 2016 07:16
ბოლო ცვლილება: 20 მაისი 2016 07:16
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4661

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა