მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარება დადებითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და ეკონომიკის ზრდაზე

ჯორბენაძე, რევაზ და ვერულავა, თენგიზ (2016) მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარება დადებითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და ეკონომიკის ზრდაზე. რეზონანსი. ISSN 2233-3991

[img] ტექსტი
მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარება .PDF - გამოქვეყნებული ვერსია

Download (296kB)
ოფიციალური URL: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&...

რეზიუმე

მთელ მსოფლიოში მოსახლეობის საერთო სიკვდილიანობის სტრუქტურაში სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები იკავებს წამყვან ადგილს. განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა ხდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების ფონზე. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც შეინიშნება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის შედეგად მოსახლეობის დაბერება, სიკვდილიანობის მიზეზების სტრუქტურაში ბუნებრივად იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წილი. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში, ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად შემცირდა გულის იშემიური დაავადებით სიკვდილიანობა, რაც მიღწეულ იქნა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, დაავადებათა პრევენციის, რისკის ფაქტორებთან ბრძოლის (დიაბეტი, სიმსუქნე, ჰიპერტენზია, თამბაქოს მოხმარება), კლინიკურ პრაქტიკაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტია მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისები, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეულ ეტაპებზე გამოვლენის და მათი ეფექტური მკურნალობის მეთოდი. მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარების პრობლემების აქტუალურობა დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ იგი წარმოადგენს როგორც უარყოფითი დემოგრაფიული ტენდენციების დაძლევის, ასევე დაავადების გამო შრომისუუნარობის შემცირების და შედეგად, ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ საშუალებას. ასეთ სერვისებზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემები მოითხოვს მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარების სათანადო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგია; ჯანდაცვა
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 11 მაისი 2016 07:40
ბოლო ცვლილება: 29 ივნისი 2016 07:38
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4651

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა