ვერულავა, თენგიზ and ბულისკერია, ლელა (2016) საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა კმაყოფილების კვლევა. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). pp. 1-11. ISSN 2346-7983
![]() | There is a more recent version of this item available. |
|
Text
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა კმაყოფილების კვლევა.pdf Download (677kB) | Preview |
Abstract
შესავალი: 2013 წლიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა. კვლევის მიზანია სამედიცინო მომსახურებით კმაყოფილების შესწავლა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირებში. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ბენეფიციართა გამოკითხვა სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შედეგები, ინტერპრეტაცია: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციართა ზოგადი კმაყოფილება მიღებული სამედიცინო მომსახურებით ძალიან მაღალია. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვამ გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურებაზე მათი ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღების შემდეგ უფრო ხშირად სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით, ვიდრე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებამდე. გამოკითხულთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ვიდრე კერძო დაზღვევას. რესპოდენტთა უმრავლესობამ ზოგადად იცის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. თუმცა, გამოკითხულთა თითქმის ნახევარზე მეტმა არ იცის თუ ვის უნდა მიმართოს სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის წარმოქმნისას. მაღალრისკიანი, დაბალშემოსავლიანი პირების აზრით, სასურველია სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობის გაფართოება. დასკვნა, რეკომენდაციები: სამედიცინო მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად მიზანსეწონილია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება. მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ფინანსური დაცვის გაზრდის მიზნით სახელმწიფოს დაფინანსება უმთავრესად კონცენტრირებული უნდა იყოს მაღალრისკიანი (ქრონიკული ავადმყოფები, დაბალშემოსავლიანი პირები) ბენეფიციარებზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია მოსახლეობის ამ ჯგუფებზე განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის გაფართოება.
Item Type: | Article |
---|---|
Uncontrolled Keywords: | საყოველთაო ჯანდაცვა, ჯანდაცვა |
Subjects: | H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management H Social Sciences > HO Public Health |
Divisions: | Centres > Insurance and Public Health Center |
Depositing User: | Professor Tengiz Verulava |
Date Deposited: | 17 Mar 2016 09:57 |
Last Modified: | 17 Mar 2016 09:57 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4185 |
Available Versions of this Item
- საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა კმაყოფილების კვლევა. (deposited 17 Mar 2016 09:57) [Currently Displayed]
Actions (login required)
![]() |
View Item |