ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის მართული კონკურენციის მოდელი და საქართველოს რეფორმები

ვერულავა, თენგიზ და ბიბილეიშვილი, მირანდა (2016) ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის მართული კონკურენციის მოდელი და საქართველოს რეფორმები. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). С. 1-20. ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
ჯანმრთელობის_სოციალური_დაზღვევის_მართული_კონკურენციის__მოდელი_და_საქართველოს_რეფორმები.pdf

Download (700kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://hepoins.com/index.php/component/k2/item/78-...

რეზიუმე

შესავალი: საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში 2008-2010 წლებში განხორციელებული რეფორმები მიზნად ისახავდა დარგში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას და ხელშეწყობას. კონკურენტული მოდელის შემოღებით საქართველო ეხმიანებოდა მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ხედვას. 2010 წლიდან სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენცია შეიცვალა შესაბამის რაიონში მონოპოლური სისტემით. კვლევის მიზანია კონკურენტული სადაზღვევო სისტემიდან მონოპოლისტურ სადაზღვევო სისტემაზე გადასვლის მიზეზების, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვა. მეთოლოდოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექსპერტთა სიღრმისეული გამოკითხვა. შედეგები: ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, დაზღვეულებს თავისუფალი არჩევანის უფლება მხოლოდ დროებით შეეზღუდათ, რაც გამოწვეული იყო სადაზღვევო კომპანიების მიერ მაღალი აკვიზიციური ხარჯებით, ნეგატიური მოვლენების გამოვლენით (კორუფციის ფაქტები სადაზღვევო კომპანიების მხრიდან). ასევე, ჯანდაცვის მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებისათვის საჭირო თანხების უქონლობამ სახელმწიფო აიძულა იგი სადაზღვევო კომპანიებისთვის დაეკისრებინა. ექსპერტთა მეორე ნაწილის აზრით, რეფორმის საწყის ეტაპზე გამოვლენილი ნაკლოვანებები შეესაბამებოდა ახალი სისტემის დანერგვის პროცესს, ატარებდნენ დროებით ხასიათს და მათი გამოსწორების მიზნით არაკონკურენტულ სადაზღვევო მოდელზე გადასვლა არ იყო გამართლებული, რადგან პაციენტის თავისუფალი არჩევანი ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი პრინციპია. არაკონკურენტულ გარემოში სადაზღვევო კომპანია მონოპოლიურ მდგომარეობაში იმყოფება, რაც უარყოფითად მოქმედებს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, პაციენტის კმაყოფილებაზე. დასკვნა, რეკომენდაციები. ჯანდაცვის სისტემაში ბოლო წლებში მიმდინარე რეფორმების ევროპულ გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, შეიძლება ითქვას რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის კონკურენტული მოდელი სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხარჯების შეკავების ეფექტური მექანიზმია. მისი გაუქმება უარყოფითად აისახება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე. Managed competition in social health insurance system and health care reforms in Georgia Abstract Introduction: The reforms implemented in Georgian health system in 2008-2010 aimed at making the system more competitive. Introduction of the competitive system was a reflection of one of the most modern approaches of health System in the world. Since 2010 competition among the insurance companies changed with the monopolistic model in the respective regions. The main goal of the research is to discuss the reasons of transferring the insurance system from competitive to monopolistic one, as well as to discuss its negative and positive sides. Methodology: Within the qualitative method of research the abyssal enquirers of experts have been conducted. Results: Some experts think that limiting the freedom of choice for insured persons was temporary step, caused by the high acquisition expenses of insurance companies, also manifestation of negative events, such as corruption. At the same time, because of the absence of the resources for recovering the old infrastructure, the government was forced to entrust all the costs to the insurance companies. Other experts argue that, the weaknesses of the reform at the initial stage was in accordance to the process of establishing the new system, it was temporary and transferring to the non-competitive insurance model was not justified as far as the freedom of choice was the main principle in functioning of health care system. In non-competitive models, when insurance companies are in monopolistic position, it negatively effects on the service quality and customer satisfaction. Conclusion and recommendations: Considering the European Experience of reforming the health care System, it could be concluded that the competitive model of health care system makes quality of services and costs more effective. Abolishing this model will negatively influence on the health care system development in Georgia.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: მართული კონკურენცია ჯანდაცვაში
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 09 მარტი 2016 06:29
ბოლო ცვლილება: 09 მარტი 2016 06:29
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4059

ამ მასალაზე ხელმისაწვდომი ვერსია

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა