სამართლის პროფესიები

თუმანიშვილი, გიორგი გ. (2009) სამართლის პროფესიები. [Teaching Resource]

[img]
Preview
Text
Samartlis profesiebi.pdf

Download (2MB) | Preview

Abstract

წინამდებარე სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სამართლის ის ძირითადი პროფესიები, რომლებშიც მათ უმაღესი იურიდიული განათლების მიღების შემდგომ შეეძლებათ მოახდინონ თვითრეალიზაცია. სალექციო კურსი ეძღვნება სამართლის ისეთ ძირითად პროფესიებს, როგორიც არის ნოტარიუსი, ადვოკატი, პროკურორი და მოსამართლე. თანამედროვე მსოფლიოში იურიდიულ პროფესიათა მრავალმხრივი დაყოფა არსებობს. წინამდებარე სასწავლო კურსი ეძღვნება სამართლის ძირითადი პროფესიების საქართველოში არსებული ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების შესწავლას. სტუდენტის მიერ სამართლის პროფესიათა ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების შესწავლა ემსახურება მის მიერ სამომავლო პროფესიის არჩევის გაადვილებასა და შეგნებულ არჩევანს. სასწავლო კურსი ასევე მოიცავს იურისტისათვის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტების ნორმატიულ-სამართლებრივ რეგულირების საკითხებს, როგორიც არის საქართველოს პარლამენტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სტრუქტურულად თითოეული განსახილველი თემა მოიცავს ასევე თემის შესწავლის დონის განმსაზღვრელ კითხვებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს შეეძლებათ გადაამოწმონ მათ მიერ მიღებული ცოდნის დონე და მათი მზაობა თემასთან დაკავშირებული ტესტისა თუ სემინარისათვის. ყოველ თემას თან ახლავს ნორმატიული მასალის ჩამონათვალი, რომლის მოძიებისა და გაცნობის შემდეგ სტუდენტი კიდევ უფრო გაიღრმავებს თემაში განხილულ საკითხთან მიმართებაში შეძენილ ცოდნას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თემაში ცალკე მოცემულია განხილულ პროფესიაში შესვლის წინაპირობები. წარმოდგენილი სალექციო კურსი განკუთვნილია, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე პროფესორ-მასწავლებელთათვის და სხვა პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ასევე სალექციო კურსში განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.

Item Type: Teaching Resource
Uncontrolled Keywords: ადვოკატი, პროკურორი, მოსამართლე
Subjects: K Law > K Law (General)
Divisions: Faculties/Schools > School of Law
Depositing User: პროფესორი გიორგი გ. თუმანიშვილი
Date Deposited: 22 Jan 2014 05:52
Last Modified: 22 Jan 2014 05:52
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/375

Actions (login required)

View Item View Item