თუმანიშვილი, გიორგი გ. (2009) სამართლის პროფესიები. [საგანმანათლებლო რესურსები]
|
ტექსტი
Samartlis profesiebi.pdf Download (2MB) | გადახედვა |
რეზიუმე
წინამდებარე სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სამართლის ის ძირითადი პროფესიები, რომლებშიც მათ უმაღესი იურიდიული განათლების მიღების შემდგომ შეეძლებათ მოახდინონ თვითრეალიზაცია. სალექციო კურსი ეძღვნება სამართლის ისეთ ძირითად პროფესიებს, როგორიც არის ნოტარიუსი, ადვოკატი, პროკურორი და მოსამართლე. თანამედროვე მსოფლიოში იურიდიულ პროფესიათა მრავალმხრივი დაყოფა არსებობს. წინამდებარე სასწავლო კურსი ეძღვნება სამართლის ძირითადი პროფესიების საქართველოში არსებული ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების შესწავლას. სტუდენტის მიერ სამართლის პროფესიათა ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების შესწავლა ემსახურება მის მიერ სამომავლო პროფესიის არჩევის გაადვილებასა და შეგნებულ არჩევანს. სასწავლო კურსი ასევე მოიცავს იურისტისათვის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტების ნორმატიულ-სამართლებრივ რეგულირების საკითხებს, როგორიც არის საქართველოს პარლამენტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სტრუქტურულად თითოეული განსახილველი თემა მოიცავს ასევე თემის შესწავლის დონის განმსაზღვრელ კითხვებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს შეეძლებათ გადაამოწმონ მათ მიერ მიღებული ცოდნის დონე და მათი მზაობა თემასთან დაკავშირებული ტესტისა თუ სემინარისათვის. ყოველ თემას თან ახლავს ნორმატიული მასალის ჩამონათვალი, რომლის მოძიებისა და გაცნობის შემდეგ სტუდენტი კიდევ უფრო გაიღრმავებს თემაში განხილულ საკითხთან მიმართებაში შეძენილ ცოდნას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თემაში ცალკე მოცემულია განხილულ პროფესიაში შესვლის წინაპირობები. წარმოდგენილი სალექციო კურსი განკუთვნილია, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე პროფესორ-მასწავლებელთათვის და სხვა პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ასევე სალექციო კურსში განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.
ობიექტის ტიპი: | საგანმანათლებლო რესურსები |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | ადვოკატი, პროკურორი, მოსამართლე |
თემატიკა: | K Law > K Law (General) |
ქვეგანყოფილება: | Faculties/Schools > School of Law |
განმათავსებელი მომხმარებელი: | პროფესორი გიორგი გ. თუმანიშვილი |
განთავსების თარიღი: | 22 იანვარი 2014 05:52 |
ბოლო ცვლილება: | 22 იანვარი 2014 05:52 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/375 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |