კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და უპირატესობები

ვერულავა, თენგიზ and ბარამიძე, ნინო and თურმანაული, მარიამ (2015) კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და უპირატესობები. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). pp. 1-12. ISSN 2346-7983

[img]
Preview
Text
კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და უპირატესობები.pdf

Download (764kB) | Preview

Abstract

შესავალი: სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფოს გარდა კერძო პროვაიდერებიც უზრუნველყოფენ. კვლევის მიზანია კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის და უპირატესობების შესწავლა. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბენეფიციარები. შედეგები: კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მაღალია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც დაზღვეულია კერძო სადაზღვევო სისტემით. გამოკითხულთა უმრავლესობა (93%) უპირატესობას კერძო პედიატრიულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ანიჭებს. იგი გამოირჩევა მომსახურების დროულობით, კომფორტულობით. დისკუსია: კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბაზარზე არსებობისთვის თავისი სპეციფიკური ადგილი მოძებნა. იგი სერვისებს სთავაზობს კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს, რითაც იმსახურებს პაციენტთა კმაყოფილებას, გარდა ამისა, მჭიდროდ თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიებთან. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის კონკურენტუნარიანობას. დასკვნა, რეკომენდაციები: კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების უპირატესობებთან ერთად გამოვლინდა ნაკლოვანებები. მიზანშეწონილია მომსახურების ღირებულების გადახდის მოქნილი სისტემის დანერგვა მათთვის, რომელთაც არ აქვთ კერძო დაზღვევა (შედარებით ნაკლები ფასის დაწესება). დაგვიანებული მომსახურების ერთეული შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით სასურველია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: კერძო სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, ხელმისაწვდომობა
Subjects: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 28 Aug 2015 20:34
Last Modified: 28 Aug 2015 20:34
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3459

Actions (login required)

View Item View Item