კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და უპირატესობები

ვერულავა, თენგიზ და ბარამიძე, ნინო და თურმანაული, მარიამ (2015) კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და უპირატესობები. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). С. 1-12. ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და უპირატესობები.pdf

Download (764kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://hepoins.com/index.php/component/k2/item/74-...

რეზიუმე

შესავალი: სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფოს გარდა კერძო პროვაიდერებიც უზრუნველყოფენ. კვლევის მიზანია კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის და უპირატესობების შესწავლა. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბენეფიციარები. შედეგები: კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მაღალია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც დაზღვეულია კერძო სადაზღვევო სისტემით. გამოკითხულთა უმრავლესობა (93%) უპირატესობას კერძო პედიატრიულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ანიჭებს. იგი გამოირჩევა მომსახურების დროულობით, კომფორტულობით. დისკუსია: კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბაზარზე არსებობისთვის თავისი სპეციფიკური ადგილი მოძებნა. იგი სერვისებს სთავაზობს კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს, რითაც იმსახურებს პაციენტთა კმაყოფილებას, გარდა ამისა, მჭიდროდ თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიებთან. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის კონკურენტუნარიანობას. დასკვნა, რეკომენდაციები: კერძო პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარების უპირატესობებთან ერთად გამოვლინდა ნაკლოვანებები. მიზანშეწონილია მომსახურების ღირებულების გადახდის მოქნილი სისტემის დანერგვა მათთვის, რომელთაც არ აქვთ კერძო დაზღვევა (შედარებით ნაკლები ფასის დაწესება). დაგვიანებული მომსახურების ერთეული შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით სასურველია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: კერძო სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, ხელმისაწვდომობა
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 28 აგვისტო 2015 20:34
ბოლო ცვლილება: 28 აგვისტო 2015 20:34
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3459

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა