ჯანდაცვის სისტემის რეფორმები აშშ-ში

ვერულავა, თენგიზ (2015) ჯანდაცვის სისტემის რეფორმები აშშ-ში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (1). ISSN 2346-7983

This is the latest version of this item.

[img]
Preview
Text
ჯანდაცვის_სისტემის_რეფორმები_აშშ-ში.pdf

Download (750kB) | Preview

Abstract

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს სოციალური დაცვის შერჩევითი (სელექციური) სისტემა. ჯანდაცვის სისტემური მოწყობის სელექციური პრინციპი ეფუძნება მოსახლეობის საჭიროებების შეფასების პროცედურებს და გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილის მოცვას ვინც სოციალურად დაუცველია ან მაღალი რისკის გამო ყველაზე მეტად საჭიროებს სერვისებს. ამისგან განსხვავებით ევროპის ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში მოქმედებს უნივერსალური, საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი, რომელიც ფარავს მთელ მოსახლეობას, ინდივიდუალიზმისა და სელექციურობის პრინციპი მყარად დამკვიდრდა ამერიკულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში. თუ ევროპულ ქვეყნებში სოციალური პოლიტიკის შემუშავებისას ყოველთვის დომინირებდა თანასწორობის, სოციალური დაცულობის და საზოგადოებრივი სოლიდარობის პრინციპები, ამერიკაში ასეთი რამ მიუღებელი აღმოჩნდა მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის. ამერიკელების უმრავლესობის აზრით ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ ბედზე და ქმედებებზე, ხოლო პასუხისმგებლობის სახელმწიფოსთვის გადაცემის იდეა დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს. აშშ-ში ქვეყნის სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სახელმწიფოს როლის გაძლიერება ტრადიციულად განაპირობებს მოქალაქეთა მხრიდან უკმაყოფილებას. ჯანდაცვის სფეროს ამერიკელთა უმრავლესობა განიხილავს არა როგორც სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას, არამედ როგორც სერვისს, რომელიც სხვა სერვისების მსგავსად იყიდება სამედიცინო ბაზარზე.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: ჯანდაცვა, რეფორმები აშშ-ში, ობამაქეა, აშშ-ის ჯანდაცვა
Subjects: R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 03 Aug 2015 05:24
Last Modified: 03 Aug 2015 05:24
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3080

Available Versions of this Item

Actions (login required)

View Item View Item