ვერულავა, თენგიზ and ესაკია, რუსუდან (2015) რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედება საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). ISSN 2346-7983
|
Text
რეცეპტის_ინსტიტუტის_ამოქმედება_საქართველოში.pdf Download (899kB) | Preview |
Abstract
შესავალი: რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2014 წლის 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე განახორციელა ეტაპობრივი ცვლილებები, რომლის თანახმად მე-2 ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტები დაექვემდებარა ფორმა N 3 რეცეპტის საფუძველზე გაცემას. კვლევის მიზანია რეფორმის გატარებიდან 10 თვის შემდეგ არსებული ვითარების ანალიზი, რეცეპტის ინსტიტუტის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა, რეფორმის გავლენა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ სამედიცინო დაწესებულების ექიმები, ფარმაცევტები. თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ჩაღრმავებული ინტერვიუები ჯანდაცვის ექსპერტებთან. კვლევის შედეგები/ინტერპრეტაცია: გამოკითხული ექიმებისა და ფარმაცევტების უმრავლესობა დადებითად აფასებს განხორციელებულ რეფორმას. მათი აზრით, ფარმაკოთერაპიაში ექიმის როლი გაძლიერდა და ფარმაცევტის კომპეტენცია შესაბამის ჩარჩოებში მოექცა, მედიკოსის მიერ რეცეპტის გამოწერის და ფარმაცევტის მიერ რეცეპტით მედიკამენტის გაცემის უნარ-ჩვევები თანდათან დამკვიდრდა. ამავდროულად თვალსაჩინოა სისტემური შეცდომები და ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც თან ახლავს რეფორმას. ფარმაცევტების მიერ ურეცეპტოდ მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაცემა აქტუალურია, ,,სააფთიაქო“ ექიმის ე.წ. სამედიცინო საქმიანობა ბუნდოვანია. ქრონიკული პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გართულებულია. მე-2 და მე-3 ჯგუფის მედიკამენტების ამჟამინდელი კლასიფიკაცია ხარვეზების შემცველია. დასკვნა/ რეკომენდაციები: რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენა-დამკვიდრება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა გამოვლენილი სუსტი მხარეები რეცეპტების ინსტიტუტის დანერგვისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია. მიზანშეწონილია რეფორმის ადმინისტრირების სრულყოფა, ფარმაცევტული პროდუქტების კლასიფიკაციის რევიზია და პერიოდულად რაციონალური ცვლილებების განხორციელება, ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა.
Item Type: | Article |
---|---|
Uncontrolled Keywords: | რეცეპტურის ინსტიტუტი, ჯანდაცვა, რეფორმები ჯანდაცვაში |
Subjects: | R Medicine > R Medicine (General) R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine |
Divisions: | Centres > Insurance and Public Health Center |
Depositing User: | Professor Tengiz Verulava |
Date Deposited: | 31 Jul 2015 05:21 |
Last Modified: | 31 Jul 2015 05:21 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3074 |
Actions (login required)
View Item |