ვერულავა, თენგიზ და ობგაიძე , ნატალია (2015) აგროდაზღვევის პრობლემები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). ISSN 2346-7983
|
ტექსტი
აგროდაზღვევის_პრობლემები_საქართველოში_.pdf Download (740kB) | გადახედვა |
რეზიუმე
შესავალი: ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგროდაზღვევას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა აგროდაზღვევის შესახებ ფერმერების ცოდნის, სადაზღვევო კომპანიებისადმი მათი ნდობისა და მომავალში დაზღვევით სარგებლობასთან დაკავშირებით ფერმერთა მზაობის შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ ფერმერებთან. შედეგები: ფერმერთა უმრავლესობამ (98%) იცის აგროდაზღვევის შესახებ. აგროდაზღვევით სარგებლობს რესპოდენტთა მხოლოდ 40%. დამზღვევთა უმრავლესობა კმაყოფილია აგროდაზღვევით (80%). ფერმერთა 60% მომავალშიც აპირებს აგროდაზღვევით სარგებლობას. თუმცა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამა კვლავ გაგრძელდება და დაზღვეულები მიიღებენ ზარალის ანაზღაურებას. ფერმერები აგროდაზღვევით უკმაყოფილობის უმთავრეს მიზეზად ასახელებენ დაბალ ნდობის ფაქტორს, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესახებ ნაკლებ ინფორმირებულობას. დისკუსია, რეკომენდაციები: აგროდაზღვევის მიმართ უნდობლობის აღმოსაფხვრელად მიზანშეწონილია სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესახებ დამზღვევთა (ფერმერთა) ინფორმირებულობის ამაღლება. სადაზღვევო კომპანიებსა და დამზღვევებს შორის არსებული სადაო საკითხების არსებობისას მიზანშეწონილია მედიაციის სამსახურის ამოქმედება, რომელიც შეძლებს დაიცვას დამზღვევთა უფლებები. იმის გამო, რომ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიები სხვადასხვა სადაზღვევო პირობებს სთავაზობენ დამზღვევებს, მიზანშეწონილია ინფორმაციის გამჭვირვალობის ამაღლება, რომ დამზღვევმა მიიღოს სათანადო, ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული სადაზღვევო პირობების შესახებ. იგი ხელს შეუწყობს სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ამაღლებას, რაც დადებითად იმოქმედებს დამზღვევის მიერ მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის თავისუფალი არჩევის უფლებაზე.
ობიექტის ტიპი: | სტატია |
---|---|
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: | აგროდაზღვევა, დაზღვევა, სოფლის მეურნეობა |
თემატიკა: | R Medicine > R Medicine (General) R Medicine > RA Public aspects of medicine R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine |
ქვეგანყოფილება: | Centres > Insurance and Public Health Center |
განმათავსებელი მომხმარებელი: | Professor Tengiz Verulava |
განთავსების თარიღი: | 27 ივლისი 2015 05:21 |
ბოლო ცვლილება: | 27 ივლისი 2015 05:21 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3034 |
Actions (login required)
ობიექტის ნახვა |