რენტგენო-რადიოლოგიური სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემები საქართველოში

ვერულავა, თენგიზ და თორთლაძე, ირაკლი (2015) რენტგენო-რადიოლოგიური სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). ISSN 2346-7983

[img]
გადახედვა
ტექსტი
რენტგენო-რადიოლოგიური_სამედიცინო_მომსახურების_ხარისხის_პრობლემები__საქართველოში.pdf

Download (531kB) | გადახედვა
ოფიციალური URL: http://hepoins.com/index.php/component/k2/item/66-...

რეზიუმე

შესავალი. პაციენტთა უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სადიაგნოსტიკო-სამკურნალო აპარატურის პერიოდული შემოწმება. კვლევის მიზანია სამედიცინო დაწესებულებებში რადიოლოგიური მომსახურების შესაბამისობის შესწავლა კანონით გამნსაზღვრულ უსაფრთხოების ნორმებთან. მეთოდოლოგია. კვლევის თეორიული საფუძველია: რენტგენოლოგიური მომსახურების შესახებ არსებული ლიტერატურის მონაცემები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა სამედიცინო დაწესებულებათა ხარისხსის მართვის სამსახურების, ექიმი რადიოლოგების და პაციენტების გამოკითხვა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ჩაღრმავებული ინტერვიუ გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის სპციალისტებთან. შედეგები. კვლევის შედეგად გამოიკვეთა სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ნორმების და სამედიცინო დაწესებულოებებში ამ მოთხოვნის შესაბამისად არსებულ მდგომარეობათა რადიკალური განსხვავება. პაციენტების დიდ ნაწილს, ისევე, როგორც სამედიცინო დაწესებულებათა ხარისხის მართვის სამსახურს და ექიმ რადიოლოგებს, სათანადო ინფორმაცია არ აქვთ რენტგენოლოგიური მომსახურების უსაფრთხოების შესახებ. კლინიკათა უმრავლესობა სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს რენტგენოლოგიური მომსახურების უსაფრთხოებას და შესაბამისად, შესაძლო გართულებებს. სამედიცინო დაწესებულებებში არ კონტროლდება რენტგენოლოგიური სერვისების უსაფრთხოების პარამეტრები, არ ხდება იმ გარემოს მონიტორინგი სადაც მომსახურების მიღება ხდება. რეკომენდაციები. მიზანშეწონილია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება რენტგენოლოგიური მომსახურების უსაფრთხოების შესახებ. სამედიცინო დაწესებულებებმა ყოველწლიურად უნდა შეამოწმონ გარემო სადაც უშუალოდ ხდება რენტგენოლოგიური მომსახურების მიღება. აუცილებელია სამედიცინო დაწესებულების ხარისხის მართვის სამსახურმა მოახდინოს სამედიცინო დაწესებულებაში რადიოლოგიური სერვისების საჭიროების დასაბუთებაზე მონიტორინგი.

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რენტგენოლოგიური მომსახურება, პაციენტის უსაფრთხოება
თემატიკა: R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 27 ივლისი 2015 05:21
ბოლო ცვლილება: 27 ივლისი 2015 05:21
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3033

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა