საკეისრო კვეთების ზრდის პრობლემა საქართველოში

ვერულავა, თენგიზ and გიორგაძე, გურანდა (2015) საკეისრო კვეთების ზრდის პრობლემა საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). ISSN 2346-7983

[img]
Preview
Text
საკეისრო კვეთების ზრდის პრობლემა საქართველოში.pdf

Download (621kB) | Preview

Abstract

შესავალი: მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ბოლო ათწლეულებია, შეინიშნება საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობათა რიცხვის ყოველწლიური ზრდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის პროცენტული მაჩვენებელი, მშობიარობათა საერთო რაოდენობის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოში საკეისრო კვეთის სიხშირე 37.3%-ს შეადგენს. კვლევის მიზანია იმ ფაქტორების გამოვლენა რომლებიც განაპირობებენ საკეისრო კვეთების მაჩვენებლის ზრდას და მიღებული შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება. მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია საკეისრო კვეთების შესახებ არსებული ლიტერატურა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა მენა-გინეკოლოგთა ჩაღრმავებითი ინტერვიუირება, ხოლო რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მეან-გინეკოლოგების და მელოგინე ქალების გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარის საშუალებით. შედეგები: დაბალია მელოგინეთა ინფორმირებულობა საკეისრო კვეთების რისკებისა და გართულებების შესახებ. მათი უმრავლესობა უპირატესობას საკეისრო კვეთის ოპერაციას ანიჭებს, რადგან მას მიიჩნევენ უსაფრთხო პროცედურად. მაღალი ფასის გამო ექიმებს აქვთ საკეისრო კვეთის ჩატარების ფინანსური დაინტერესება. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საკეისრო კვეთის ეროვნული პროტოკოლისა და გაიდლაინის, როგორც რეგულირების მექანიზმის როლის ამაღლება. საზოგადოებისათვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება საკეისრო კვეთების შესაძლო გართულებების და ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობის შესახებ. ფინანსური დაინტერესების შემცირების მიზნით სასურველია ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ოპერაციის ფასებს შორის არსებული სხვაობის შემცირება და გასაშუალოებული ერთიანი ტარიფის დადგენა.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: საკეისრო კვეთა, ფიზიოლოგიური მშობარობა.
Subjects: R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 27 Jul 2015 05:23
Last Modified: 27 Jul 2015 05:23
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3028

Actions (login required)

View Item View Item