ვერულავა, თენგიზ and კიკვიძე, ზურაბ (2015) ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო დახმარების ხარისხით კმაყოფილება. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). ISSN 2346-7983
|
Text
ამბულატორიული_პაციენტის_სამედიცინო_დახმარების_ხარისხით_კმაყოფილება.pdf Download (569kB) | Preview |
Abstract
შესავალი: პაციენტის კმაყოფილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარისხის ინდიკატორია, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში დიდი ყურადღება ეთმობა. 2009 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში აღნიშნული ხარისხის ინდიკატორი შეტანილი იყო, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტი. კვლევის მიზანია, ამბულატორიული მომსახურებით პაციენტების კმაყოფილების შესწავლა, პაციენტის შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოვლენა ამბულატორიული მომსახურეობის ისეთი ასპექტების მიმართ, როგორებიცაა რეგისტრატურა, ლოდინი, მედპერსონალის დამოკიდებულება, ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ამბულატორიულ სერვისებზე, პაციენტის ხარჯები. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ამბულატორიულ პაციენტთა გამოკითხვა. შედეგები: კვლევის შედეგებით წარმოჩნდა, რომ კმაყოფილების უარყოფით ასპექტებს შორის არის ლოდინი კონსულტაციამდე და პაციენტის ხარჯები. დანარჩენი კრიტერიუმები დადებითად იქნა შეფასებული. დასკვნა, რეკომენდაციები: ლოდინის პრობლემის გადაჭრის გზად, შესაძლებელია, დავასახელოთ ექიმთან ჩაწერა, მითუმეტეს, რომ თვითდინებით მისულ პაციენტებს უფრო დიდი ხნით უწევთ ლოდინი, ვიდრე ჩაწერილებს. ხარჯებთან მიმართებით პაციენტის კმაყოფილების განხილვისას საჭიროა პაციენტის უფრო მეტად ინფორმირება, რა დონის მომსახურებას იღებს ამა და იმ ექიმის, როგორც მაღალი დონის სპეციალისტის მიერ, აგრეთვე იმ თანამედროვე აპარატურის, რომელიც შეესაბამება ყველა სტანდარტს.
Item Type: | Article |
---|---|
Uncontrolled Keywords: | სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი, პაციენტთა კმაყოფილება, ამბულატორიული მომსახურება |
Subjects: | R Medicine > R Medicine (General) R Medicine > RA Public aspects of medicine R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine |
Divisions: | Centres > Insurance and Public Health Center |
Depositing User: | Professor Tengiz Verulava |
Date Deposited: | 23 Jul 2015 06:39 |
Last Modified: | 23 Jul 2015 06:39 |
URI: | http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3027 |
Actions (login required)
![]() |
View Item |