უშვილობის მკურნალობა საქართველოში

ვერულავა, თენგიზ and ხაბეიშვილი, მარიამ (2015) უშვილობის მკურნალობა საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). ISSN 2346-7983

[img]
Preview
Text
უშვილობის_მკურნალობა_საქართველოში.pdf

Download (808kB) | Preview

Abstract

შესავალი: უშვილობა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, ასევე სოციალურ მოვლენებზე (განქორწინება, შრომის ნაყოფიერების შემცირება). კვლევის მიზანია საქართველოში უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, კერძოდ, მკურნალობის ფინანსურად ხელმისაწვდომობა, რატომ ირჩევენ საზღვარგარეთიდან ჩამოსული პაციენტები საქართველოში მკურნალობას, და რამდენად კმაყოფილნი არიან მიღებული შედეგებით, როგორია უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მიმართ მოსახლეობის განათლების დონე. პაციენტები რამდენად დროულად მიმართავენ უშვილობის სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო დაწესებულებებს. მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია უშვილობის საკითხებზე არსებული ლიტერატურა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა თბილისის „კლინიკა ინ ვიტროს“ უშვილო წყვილების გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით, სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შედეგები: რესპოდენტები უშვილობის სამკურნალოდ ყველაზე მეტად იყენებენ ხელოვნურ განაყოფიერებას (46%). ჩატარებული მკურნალობიდან დადებითი შედეგი იქნა მიღებული რესპოდენტთა 78%-ში. ხოლო მეთოდებიდან ყველაზე დადებითი შედეგი იქნა მიღებული ინსემინაციის მეთოდით მკურნალობაზე (78.6%). ასაკობრივ ჭრილში, ყველაზე დადებითი შედეგი იქნა მიღებული 35 წელზე ნაკლები ასაკის რესპოდენტთა შორის (48%). რესპოდენტები უშვილობის სამკურნალოდ ექიმს აკითხავენ ძალიან დაგვიანებით. მკურნალობის ფასები ფინანსურად ხელმისაწვდომია რესპოდენტთა მხოლოდ 20%-თვის. 80%-თვის მკურნალობა ძვირია, მაგრამ იძულებულია ჩაიტაროს. უცხო ქვეყნების რესპოდენტების (გამოკითხულთა 24 %) აზრით, მათთვის ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია თბილისში მკურნალობა, ასევე ხაზს უსვამენ საქართველოში ჩატარებული მკურნალობის მაღალ ხარისხს. დისკუსია, რეკომენდაციები: უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს პაციენტების დაგვიანებით მიმართვა ექიმთან, ასევე უშედეგო მკურნალობა სხვადასხვა კლინიკებში. აღნიშნული კიდევ უფრო ამძიმებს უშვილობის პრობლემას, რადგან რაც უფრო დიდია უნაყოფობის ხანგრძლივობა მით უფრო მცირდება უნაყოფობის მკურნალობის შედეგიანობა. კვლევა აჩვენებს, რომ ამ სფეროში მოსახლეობას აქვს განათლების დაბალი დონე. მიზანშეწონილია ქალთა რეპროდუქციული განათლების ამაღლება, უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მასიური პროფილაქტიკური გამოკვლევები, რათა მოხდეს მსგავსი დაავადებების დროული გამოვლენა და ადეკვატური მკურნალობა.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: უშვილობის მკურნალობა, ჯანდაცვა
Subjects: R Medicine > R Medicine (General)
R Medicine > RA Public aspects of medicine
R Medicine > RA Public aspects of medicine > RA0421 Public health. Hygiene. Preventive Medicine
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 20 Jul 2015 08:02
Last Modified: 20 Jul 2015 08:02
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/3024

Actions (login required)

View Item View Item